ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედის დღესთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები – ხარაგაულში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომლები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ. თითოეული გუნდი ჩაერთო კონკურსებში, რომლებიც შემდეგი დავალებების შესრულებას ითვალისწინებდა:  ჟესტიკულაციით ახსნილი სიმღერის გამოცნობა, მოცემულ სამ სიტყვაზე ექსპრომტად ლექსის შექმნა, სამი ბგერით სიმღერის გამოცნობა და ქართული მხატვრული ფილმებიდან ფრაზების დასრულება.

ღონისძიებაზე ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის საესტრადო სიმღერის წრის (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) წევრებმა საესტრადო სიმღერები შეასრულეს.

გუნდებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა გაწეული დახმარებისათვის  მადლობა გადაუხადა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძეს.