ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მორი ცვლილება განხორციელდა. მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 2,4 ათ. ლარი გარე განათების მოსაწყობი საპროექტო სამუშაოების შესასყიდად.
მთავრობის განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოეყო 413,1 ათ. ლარი, მ. შ. ქუჩების მოასფალტებაზე, სპორტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შესაძენად, ბაღების რეაბილიტაციასა და საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარის შესაძენად.
2014 წლის 1 იანვრისთვის არსებული თავისუფალი ნაშთიდან გამოიყო 45,8 ათ. ლარი და მიიმართა:
-2,9 ათ. ლარი დასუფთავებისათვის თოვლმწმენდის შესაძენად;
-15,8 ათ. ლარი სოფ. წიფაში ამბულატორიის მშენებლობისათვის;
-2,1 ათ. ლარი საკრებულოს ხარჯებში, მ.შ. 0,5 კომპიტერული ტექნიკის შესაძენად და 1,6 ათ. ლარი კომპიუტერების შესაძენად;
-6,5 ათ. ლარი გამგეობის ხარჯებში მ. შ. კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად 1,0 ათ. ლარი, კომპიუტერების შესაძენად 1,6 ათ. ლარი და 3,9 ათ. ლარი ტრანსპორტის რემონტის ხარჯებში;
-0,9 ათ. ლარი გზების მოვლა-შენახვის ხარჯებში საწვავის შესაძენად;
-8,8 ათ. ლარი კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე;
-8,8 ათ. ლარი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯებში სახანძრო ინვენტარისა და კომპიუტერების შესაძენად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე გაიზარდა 415,5 ათ. ლარით და ხარჯების ნაწილში – 461,3 ათ. ლარით. ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებულია სპეციალური ტრანსფერი 415,5 ათ. ლარი და საკუთარი სახსრების ნაშთი 45,8 ათ. ლარი. სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 7 626,5 ათ. ლარით.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,