ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს, ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძე ამ წუთებში ხვდება. მან დაათვალიერა საავადმყოფოს შენობა. მისი თქმით უახლოეს ხანში გადაწყდება, ხარაგაულში ახალი საავადმყოფო აშენდეს თუ არსებული აღდგეს. ეს გადაწყვეტილება პროფესიონალებთან კონსულტაციით გადაწყდება.
დიმიტრი მახათაძის თქმით, აუცილებლად შეიქმნება სოფლის ექიმისთვის რეალური სამუშაო გარემო.
სავარაუდოდ, მაისში სასწრაფო დახმარების სამსახური აღიჭურვება ახალი ტრანსპორტით. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სექტემბრიდან მოსახლეობა ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით, რაც მათ საშუალებას მისცემს, ძირითადი საბაზისო სამედიცინო დახმარება მიიღონ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის ორგანიზატორი ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძეა და მასში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ნინო კაპანაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების