

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების შედეგები ცნობილია. ეს ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციის სამსახურიდან მოვიპოვეთ.
მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტად როინ გელაშვილი დაინიშნა; ამავე სამსახურში მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად – ნანა ხიჯაკაძე; ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად საარქივო საკითხებში – სოფო ტაბატაძე.
პირველი მარტიდან მერის წარმომადგენლები ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაინიშნენ:
დაბა ხარაგაულში – ბაქარ ბარბაქაძე,
ვახანში – გიორგი სებისკვერაძე,
სარგვეშში – ჯემალ კალანადაძე,
ფარცხალში – კონსტანტინე (გია ხარაძე),
ხიდარში – კონსტანტინე ბერაძე.
ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, წიფაში მერის წარმომადგენლის კონკურსი ჩაიშალა.
მერის წარმომადგენლების ასისტენტებად დაინიშნენ:
ბორითში – ზურაბ ბარბაქაძე და ბადრი ბარბაქაძე, ვახანში – მაია ბერძული, კიცხში – პაატა ჩხიკვაძე, ღორეშაში – ივერი სულაქველიძე, წიფაში – სპარტაკ ღამბაშიძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,