ამ წუთებში ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხვდებიან.
ხარაგაულის საავადმყოფო იმ რვა საავადმყოფოთაგან ერთ-ერთია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში „ადითს“ ჰქონდა გადაცემული.
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის დაბალი ანაზღაურება და თვეობით გაუცემელი ხელფასები არა ერთხელ გააპროტესტეს ხარაგაულელმა მედიცინის მუშაკებმა.
მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო „ადითისგან“ სახელმწიფოს უკვე გადაეცა, ჯერჯერობით, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა.
სწორედ საავადმყოფოს პრობლემების გადაჭრის გზებსა და ხარაგაულში სამედიცინო მომსახურების პერსპექტივებზე მსჯელობენ ამ წუთებში საავადმყოფოში შეკრებილი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი.
უფრო ვრცლად და კონკრეტულად შეხვედრის დამთავრებისთანავე შემოგთავაზებთ.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი