ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, უკვე ერთი თვეა, ალი მურადოვი დაინიშნა.
ალი მურადოვმა მოლითის საშუალო სკოლა დაამთავრა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, 1999 წელს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი დაამთავრა. 2000 წლიდან დღემდე ხარაგაულის სატყეო მეურნეობაში მუშაობს. სხვადასხვა წლებში იყო მოლითის სატყეო უბნის უფროსი, ხარაგაულის სატყეო მეურნეობის ტყის დაცვის ინჟინერი. ხარაგაულის სატყეო უბანი 17 სამცველოდ იყოფა. წიფის სატყეო უბანი ახლახან სამ სამცველოდ გაიყო, ხოლო რიკოთხევის ოთხი სამცველოს ბაზაზე სამი შეიქმნა. რიკოთხევისა და წიფის სატყეო უბნებზე ტყის მცველების შესარჩევად, ხუთ საშტატო ერთეულზე, კონკურსებია გამოცხადებული.
„ტყის მცველების ძირითადი ვალდებულება მოსახლეობის ხე-ტყით მომარაგების უზრუნველყოფაა, – ამბობს ალი მურადოვი – მოქალაქე, რომელიც საშეშე მერქანის მოსაპოვებლად ბანკში თანხას გადაიხდის, სატყეო უბნის მცველს უკავშირდება და შეშას მონიშნულ ტყეკაფში ამზადებს. ტყის მცველი მას გადასცემს ტყიდან შეშის გამოტანის ბილეთს. მოსახლეს ინდივიდუალურად ოჯახისთვის შეუძლია შეიძინოს 7 მ3 საშეშე მერქანი, ხოლო მაღალმთიან ზონაში მცხოვრებმა – 15 მ3 შეშა. 1 მ3 საშეშე მერქნის ღირებულება 6 ლარია.
შარშან დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც სკოლები და საბავშვო ბაღები შეშით ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოამარაგა. შარშან წარმატებით დაწყებული ეს პროექტი წელსაც გაგრძელდება. სატყეო სააგენტო ზამთრის სათბობით უზრუნველყოფს არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებს, არამედ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომლებიც სათბობად შეშას იყენებენ. სატყეო სააგენტო ტენდერით შეარჩევს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შეშას დაამზადებენ და დამკვეთს ადგილზე მიუტანს.
ტყე განადგურების პირასაა. მისი დაცვა და გაფრთხილებაა საჭირო. ეს პროექტი ტყის ფონდის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს.
შარშან ხარაგაულში განხორციელდა საპილოტე პროექტი, რომელიც სამასალე მერქნის მოპოვებას, დასაწყობებასა და აუქციონის წესით რეალიზებას გულისხმობს. სამასალე ხე-ტყე უბისის სატყეო უბანზე დასაწყობდა. რამდენიმე ხარაგაულელმა მეწარმემ აუქციონზე შეიძინა სასურველი ოდენობის სამასალე მერქანი.
2017 წელს აუქციონის წესითა და „სოციალური ჭრების“ პროგრამით ხარაგაულში ფიზიკურ პირებსა და მეწარმეებზე 250 მ3 სამასალე მერქანი გაიცა.
პრემიერ მინისტრის ბრძანებით, სასტიკად აიკრძალა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება. თუმცა მოსახლეობა მძიმე სოციალური პირობების მიზეზით, აგრძელებს უნებათვო ჭრებს, რის გამოც ჯარიმდებიან. ჯარიმა თუ 1000 ლარს აჭარბებს, მოქალაქეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება. 2018 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტზე უკვე 10 ოქმი დაიწერა.
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაჯარიმებულ მოქალაქეებს უკვე ათვისებული აქვს, ჩვენ ვპოულობთ ამ ხე-ტყის მხოლოდ ნარჩენებს და ამის მიხედვით ვადგენთ ოქმს. მეტყევე ითვლის ტყისთვის მიყენებულ ზარალს, ჯარიმას სასამართლო აკისრებს. შესაძლებელია ტყისთვის მიყენებული ზიანისთვის მოსახლეობა 80-დან 100 ლარამდე დაჯარიმდეს, მაგრამ სასამართლომ დამატებით მას 500-ლარიან ჯარიმა დააკისროს.
მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას ტყე-კაფთან მისასვლელი გზების გაუმართაობის გამო. შარშან ეროვნული სატყეო საგენტოსგან გამოყოფილი ტექნიკითა და საწვავით მოწესრიგდა გრიგალათში სატყეო უბანზე შესასვლელი გზა. ტყეკაფებამდე მისასვლელ გზებს ხშირად მუნიციპალიტეტი აწესრიგებს. ასე რომ, უგზოობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, – ამბობს ალი მურადოვი.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.