სწავლის პროცესში რომ ტელეფონების გამოყენება მოსწავლეს ხელს უშლის ყურადღების მობილიზებაში, ამას თავად მოსწავლეებიც ადასტურებენ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში.
სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივას, რომ მოსწავლეები მობილური ტელეფონებით საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე არ ისარგებლებენ, მხარს უჭერს მოსწავლეთა თვითმმართველობა. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს პლაკატი მოწოდებით „სწავლა ტელეფონის გარეშე“.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სააღმზრდელო დარგში მადონა ულუმბელაშვილი ამბობს, რომ სკოლის დირექცია თვითმმართველობის წევრებთან ერთად ამ იდეის პოპულარიზაციას გეგმავს.
„პროექტის ფარგლებში გვინდა მოვაწყოთ მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში და მოვუწოდოთ სხვა სკოლის მოსწავლეებს, აქციაში ჩაერთონ,“ – ამბობს მადონა ულუმბელაშვილი.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნონა მაჭავარიანს მსგავსი იდეის განხორციელება დიდი ხანია სურს. ის ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მოსწავლეები მეტ დროს წიგნების კითხვას დაუთმობენ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები გუგა ბერაძე და თამარ ჭიპაშვილი ამ იდეას მიესალმებიან. ისინი თვლიან, მოსწავლისთვის სწავლა პრიორიტეტი უნდა იყოს. მობილური ტელეფონი კი მათ ხელს უშლის გაკვეთილზე, ყურადღება მოიკრიბონ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძის, ინფორმაციით, ეს ინიციატივა სკოლის დირექციამ მშობლებს გააცნო.
„ჩვენი სკოლის შინაგანაწესში წერია, რომ მოსწავლე გაკვეთილზე მობილურს არ იყენებს, სწორედ ეს გახდა ამ ინიციატივის საფუძველი. ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მოსწავლეების, ასევე მშობლების მხრიდან. თუ მობილურ ტელეფონს მოსწავლე გაკვეთილზე განმეორებით გამოიყენებს, ჩამორთმეული ტელეფონი მას 15 ივნისამდე, სწავლის დასრულებამდე, ჩამოერთმევა, “ – ამბობს ვალერი გოგნაძე.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი