აღდგომის მარხვის დაწყების წინა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნას იხსენიებს.
დღევანდელი საკვირაო წირვის შემდეგ ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) სახარება განმარტა და მრევლს მარხვაში გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„უფალთან ყოფნაზე დიდი სულიერი ნეტარება არ არსებობს, – აღნიშნა მოძღვარმა, – წარმოიდგინეთ, რამდენად მტკივნეული იქნებოდა ადამისა და ევასთვის სამოთხიდან განდევნა. იმ დღის შემდეგ მთელი კაცობრიობა ახალ ადამს, იესო ქრისტეს, ელოდებოდა, რომელიც ჩვენი სულების მკურნალად მოგვევლინა.
ხვალიდან, 19 თებერვლიდან, სააღდგომო მარხვას შევუდგებით. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენი აფორიაქებული სულები დაამშვიდოს, იმედი და ერთმანეთის მიმართ სიყვარული მოგვმადლოს.
დღევანდელ სახარებაში ამოვიკითხეთ, – როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვასს, ისე მოგვიტევებს უფალი. ქრისტიანის ცხოვრების წესი უნდა იყოს „არა განკითხვა ძმისა ჩვენისა.“ იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე და გულწრფელად მოინანიეთ. განიწმინდეთ გულები ღვარძლისა და ბოღმისგან.
დღეს არის მიტევების კვირა და ჩვენ ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას. ეს ძველი მონაზვნური ტრადიციაა. მეუდაბნოე ბერები სააღდგომო მარხვის წინ იკრიბებოდნენ, ერთმანეთს პატიებას სთხოვდნენ, ეზიარებოდნენ და თავიანთ ადგილებს უბრუნდებოდნენ.
დაფიქრდით, თუ ვინმე მომდურავი გყავთ, პატიება სთხოვეთ. ეს დიდი ვაჟკაცობაა და ცხოვრების წესად გაიხადეთ. ღმერთი ყველა მონანულს მიუტევებს. ჩვენ უნდა დავმდაბლდეთ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაში. იმედით მივეგებოთ ხვალინდელ დღეს.“
მარხვის პირველ კვირაში, ყოველდღე, ხარაგაულის სამლოცველოში, საღამოს ხუთ საათზე, კრიტელის კანონი წაიკითხება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი