ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილს ელოდებიან. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, გუბერნატორი შეხვედრას გეგმავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებთან და ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან.
მიღებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში 2013 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ და 2014 წელს მიმდინარე როგორც გარდამავალი, ისე მიმდინარე პროექტების შესახებ.
გუბერნატორთან განიხილება ასევე 2013 წელს განხორციელებული და წელს დაგეგმილი სოციალურ-კულტურული ღონისძიებები; ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები და პრიორიტეტები; მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
სავარაუდოდ, შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 12 საათიდან გაიმართება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი