მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის სააღდგომო მარხვა აღდგომამდე, 8 აპრილამდე, გასტანს.
სააღდგომო მარხვის მნიშვნელობაზე ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი (სულთანიშვილი) გვესაუბრება:
„ეს მარხვა განსაკუთრებულია, ყველაზე ხანგრძლივია და მას სინანულის მარხვას უწოდებენ. მთავარია, ჩვენი ცოდვების გამო, სინანული გაგვიჩნდეს. უფალი ჩვენგან გულწრფელ სინანულს ელოდება. ეს ჩვენ, ადამიანები ვართ ამპარტავნები, რომ ერთმანეთისთვის მცირედი შეცდომის პატიება არ შეგვიძლია. თუ გინდა „ძალიან მორწმუნე“ ადამიანი – დღე და ღამე რომ ლოცულობს – გამოსცადო, საკმარისია შენიშვნა ან დარიგება მისცე, იქვე გამოჩნდება, თავმდაბალია თუ ამპარტავანი. ნუ განვიკითხავთ სხვების ცხოვრებას, ჩვენი ცოდვები გვახსოვდეს. ღმერთი რომ ნახავს გულმხურვალე სინანულს, გულში ჩაგვიკრავს, როგორც უძღებ შვილს.
სინანულთან ერთად გულწრფელად შევიყვაროთ უფალი და ჩვენი მოყვასი. უნდა გვტკიოდეს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანის გაჭირვება და ხელი შევაშველოთ. ესაა ჭეშმარიტი ქრისტიანობა, – უფლისა და მოყვასის სიყვარული.
მუდამ გახსოვდეთ პავლე მოციქულის სიტყვები:
„კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი;
წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ;
მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგია.
სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს;
არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
სიყვარული არასდროს გადავა, თუმცა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.“
ოთხშაბათიდან, 14 თებერვლიდან, ეფრემ ასურის ლოცვა დილისა და საღამოს ლოცვების შემდეგ უნდა იკითხოთ. ჩემი ლოცვა-კურთხევით ამ მარხვაში წმინდა სამების დაუჯდომელი დღეში ერთხელ წაიკითხეთ. ვილოცოთ ერთმანეთისთვის, რადგან ლოცვას დიდი ძალა აქვს. ერთმანეთის გვერდში დგომითა და პატივისცემით გავძლიერდეთ.“
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.