სამთავრობო კომისიის სხდომაზე „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ იმსჯელეს.
კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ხელმძღვანელები შედიან, ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომისიის წევრებს სამინისტროს მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დღეს არსებული მდგომარეობა გააცნო. დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობასა და ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებების კომპეტენციების ფარგლებში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„დაიგეგმა ღონისძიებები და სამთავრობო კომისიაში შემავალ უწყებებს შორის გადანაწილდა ფუნქციები. კომისია მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს იმ სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობას, რომელიც 2018 წლისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით არის დაგეგმილი“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაცემული დავალებების კოორდინაციას განახორციელებს და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას მოახდენს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ფაროსანას საცხოვრებელი სახლის პირობებში, ასევე, მოამზადებს შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტებს.
განათლების სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან იმუშავებს, ფინანსთა სამინისტრო კი, საზღვრებზე ფიტოსანიტარულ რეჟიმს გააძლიერებს.
რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას მოხალისეების ჯგუფების შექმნის კოორდინაცია დაევალათ. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკვერების, ბაღების, სახელმწიფო შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლის შესაბამისი გეგმისა და გრაფიკის შედგენა უნდა მოახდინონ. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ყველა სამთავრობო უწყება საკუთარ ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ქიმიური და მექანიკური ღონისძიებების ჩატარებას განახორციელებს.
სამთავრობო კომისია 2018 წლის 30 იანვარს შეიქმნა. კომისიის წევრები სისტემატურად შეიკრიბებიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი