რას ნიშნავს უსინათლოებისთვის მხარდაჭერა, რა შედეგი მოჰყვა შარშან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაფინანსებითგანხორციელებულ პროექტს, – ამის შესახებ უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ლომიძემ ხარაგაულში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა:
-მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2017 წლის 31 ივლისიდან განხორციელდა ხუთთვიანი პროექტი, რომელიც ბენეფიციარებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ბრაილის შრიფტის შესწავლას ისახავდა მიზნად. შეიქმნა ხმოვანი ბიბლიოთეკა. გაიმართა ლიტერატურული ღონისძიებები, სადაც უსინათლოთა გვერდით იყვნენ მხედველი ადამიანებიც.
რას ნიშნავს უსინათლოსთვის კომპიუტერის შესწავლა? ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი დახმარების გარეშე შეძლოს მისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება და ინტერნეტში განთავსება; დამოუკიდებლად წაიკითხოს როგორც აუდიო, ასევე ელექტრონული ლიტერატურა; სოციალური ქსელების საშუალებით დაამყაროს კონტაქტი გარე სამყაროსთან; გაიჩინოს მეგობრები და აქტიურად ჩაერთოს საზოგადოების ცხოვრებაში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მოხდეს უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია.
პროექტის ბენეფიციარებმა საწყის დონეზე უკვე აითვისეს კომპიუტერთან მუშაობის წესები. თუმცა მათი სურვილია, უფრო მეტი იცოდნენ. მიაღწიონ იმ დონეს, რასაც მიაღწიეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის სხვა წევრებმა. მათ უკვე ჰყავთ ასობით მეგობარი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე შეუძლიათ ინტერნეტში განათავსონ საკუთარი შემოქმედება.
პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 200 ლარით დაფინანსდა. მადლობა ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს ნიკოლოზ მაჭავარიანს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, საკრებულოს წევრებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანეს; უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს განვითარებასა და თვითდამკვიდრებაში დაეხმარენ.
ასევე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ინდმეწარმეებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომელთა ქველმოქმედებითაც შევძელით ფინანსურად დავხმარებოდით პროექტის მონაწილე შვიდ უსინათლოს.
ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ხარაგაულში წელსაც გაგრძელდება.
საზოგადოების წინაშე გამოსვლის ბოლოს ვასილ ლომიძემ ლექსი „აფხაზეთში გათენებულ საქართველოს“ წაიკითხა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი