ხარაგაულელი ქართველი ებრაელების – ნანული კრიხელისა და კაკო ხუნდიაშვილის ცხრა წლის შვილიშვილის, სეგალ მოშიაშვილის ანსამბლმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში გაიმარჯვა. სეგალს ფესტივალზე ბებია, ქალბატონი ნანული კრიხელიც, ახლდა. ფესტივალში 19 ქვეყნის კოლექტივები მონაწილეობდნენ. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ლაურეატი გახდა „ისრაელის ქართული ეროვნული ბალეტი“ ქალაქ აშდოდიდან. ანსამბლის ქორეოგრაფი თამაზ ციციაშვილი სუხიშვილების ანსამბლის ყოფილი სოლისტია და უკვე მეათე წელია, რაც არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში გამარჯვებულ ამ ანსამბლს ხელმძღვანელობს.
ქალბატონმა ნანულიმ ჩვენთან ინტერნეტით საუბრისას სიხარულით აღნიშნა, რომ პრაღის ფესტივალში „ისრაელის ქართულმა ეროვნულმა ბალეტმა“ დაიმსახურა ორი პრიზი – „საუკეთესო ნაციონალური ცეკვის შემსრულებლები“ (პირველი ადგილი) და „საუკეთესო ქორეოგრაფიული ჯგუფი“ (გრან-პრი). აშდოდის ანსამბლმა პრაღაში ოთხი ქართული ცეკვა შეასრულა.
ნანული კრიხელის შვილიშვილი სეგალი, რუსუდანის შვილია. სეგალი მესამე წელია, რაც ამ ანსამბლში ცეკვავს. ანსამბლის ყველა წევრი ქართველი ებრაელია.
წლების წინ საქართველოდან ისრაელში წასული ქართველი ებრაელები მსოფლიოს წარმატებით აჩვენებენ იმ ერის კულტურას, რომელთანაც 26 საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. ისინი ზრუნავენ, რომ მათმა შთამომავლებმა არ დაივიწყონ ქართული კულტურა. აშდოდში დაბადებული ქართველი ებრაელი ბავშვები ქართულ ენასაც სწავლობენ.
ქართველ და ებრაელ ერებს შორის მეგობრობა გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება!
ფოტოებზე: სეგალ მოშიაშვილი ფესტივალის პრიზით;
ნანული კრიხელი შვილიშვილთან ერთად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,