ხარაგაულის საავადმყოფოს მენეჯერის მოვალეობას 9 იანვრიდან შალვა ბიჭიაშვილი ასრულებს. რა ვალდებულებები დაეკისრა და რის შეცვლას გეგმავს ხარაგაულელი პაციენტებისა და მედპერსონალის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ შალვა ბიჭიაშვილს ვესაუბრეთ.
შალვა ბიჭიაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა. მაგისტრატურაში სწავლა კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლაში ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის განხრით გააგრძელა. ამჟამად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. მეოთხე წელია, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სათაო ოფისში ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების დანერგვა-განვითარების მიმართულებით მუშაობს.
„სამედიცინო ისტორიებისა და რეცეპტების ელექტრონულ სისტემას ვნერგავთ, – ამბობს შალვა ბიჭიაშვილი, – ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნაა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება სამედიცინო დოკუმენტების წარმოების ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთოს. ეს იძლევა მონაცემების ხარისხობრივი კუთხით დამუშავების საშუალებას. ცნობილია, რომ ექიმი თავისი სამუშაო დროის 20-30%-ს პაციენტის ისტორიის წარმოებაზე ხარჯავს. ისტორიაში არის ძალიან ბევრი დანართი, სადაც ინფორმაციები მეორდება. პაციენტის ისტორიის ელექტრონულად შევსება გაცილებით ადვილია და ექიმისგან ნაკლებ დროს მოითხოვს.
ჩემი ვალდებულებაა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში სამედიცინო ისტორიებისა და რეცეპტების ელექტრონული სისტემა გავმართოთ, მოვაწესრიგოთ პაციენტების ბრუნვა და მათი მომსახურების პროცესი. რეგისტრატურა ემერჯენსიდან საავადმყოფოში გადმოვიტანეთ. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებს მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად მოვემსახუროთ, ისტორია მინიმალურ დროში მოიძებნოს და პაციენტი რეგისტრატურაში მცირე ხნით დაყოვნდეს.
-ბატონო შალვა, რა არის ხარაგაულის ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა?
-პრობლემაზე უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს ვხედავ, რაც ადგილობრივ კლინიკას გააჩნია. წლებია, ხარაგაულში ასეთი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო არ ყოფილა. ახლა მთავარია, მომსახურების ხარისხი უფრო მეტად ამაღლდეს და საავადმყოფო ახალი კადრებით შეივსოს.
ჩვენი მიზანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეები მაქსიმალურად მივიტანოთ თითოეულ პაციენტამდე. სახელმწიფომ ძალიან კარგი პროგრამა შეიმუშავა. ახლა მედპერსონალზეა დამოკიდებული მისი ეფექტურად განხორციელება.
ხარაგაულის საავადმყოფოს მენეჯერად ორი თვის ვადით დავინიშნე. შემდეგ ქალბატონი ქეთევან აბრამიშვილი გააგრძელებს კლინიკურ მენეჯერად საქმიანობას. მან შესაბამისი გადამზადება გაიარა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა, რომ სამედიცინო დაწესებულებას კლინიკური მენეჯერი მართავდეს.
ამჟამად ხარაგაულის საავადმყოფოში მომართვიანობა საკმაოდ კარგია და იმედია, რომ მომსახურების ხარისხის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო გაიზრდება. პირველ რიგში ვგულისმობ პრევენციას. ხშირ შემთხვევაში პაციენტი მაშინ მიდის ექიმთან, როცა ეს გადაუდებლად ესაჭიროება. ამ შემთხვევაში დანახარჯი დიდია და განკურნების შანსი – დაბალი. ამიტომ მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ორიენტირებულები პრევენციაზე, ჩაიტარონ გეგმიური გამოკვლევები და საკუთარი მაჯისცემა მუდმივად იცოდნენ.
რამდენიმე დღის წინ ბაზალეთში ჰუმანიტარული აქცია ჩავატარეთ. მოქალაქეებმა ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტებისგან კონსულტაცია ადგილზე მიიღეს. წაღებული გვქონდა პორტატული ექოსკოპიის აპარატი, რომელიც ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონ ნუგზარ ბოლქვაძის თანხმობით ბორითის კლინიკამ მოგვაწოდა. იმავე დღეს სკოლის მოსწავლეებიც გავსინჯეთ და სულ რომ არაფერი გაგვეკეთებია, მარტო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ღირდა იქ მისვლა. ხარაგაულში კვალიფიციური მედპერსონალის დიდი რესურსია, რასაც ეფექტურად გამოყენება და სწორი მენეჯმენტი სჭირდება.
ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტები ექიმ სპეციალისტებისგან გადაუდებელ და გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ. ყოველ ხუთშაბათს ხარაგაულში ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი ჩამოდიან. ადგილზე გვყავს კვალიფიციური ქირურგები და ქირურგიული მომსახურების გაწევაც შეგვიძლია.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი