ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში დღეს, 22 იანვარს, რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე სამი დასაქმებული დაშავდა.
გვირაბის მშენებლობა ბეჟათუბანში ორივე მხრიდან მიმდინარეობს. გვირაბის სრულ გათხრამდე, სავარაუდოდ, მიწის ათ მეტრიანი ფენაა დარჩენილი.
დასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი გვირაბში დაგეგმილი აფეთქების შესახებ არ გააფრთხილეს.
სამივე დაშავებული ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ამ დრომდე გამოკვლევები უტარდებათ.
ბეჟათუბანში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოება ერთი კვირის წინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტმა შეამოწმა.
„აღმოჩნდა არსებითი და არაარსებითი დარღვევები, – აღნიშნა „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ, – დარღვევები ეხებოდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, ექსპლუატაციის წესებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ბურღვა -აფეთქებითი სამუშაოების შესრულების წესებს, რისკების იდენტიფიცირებას. სირღმისეულად მიზეზების მოკვლევას სამინისტრო დღესვე დაიწყებს.“
ხარაგაულში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები არიან. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ მშენებლობაზე შრომითი უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
„პირველ რიგში, პარლამენტმა ისეთი კანონი უნდა შექმნას, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და პროფკავშირების რეკომენდაციები ქმედითი გახდეს, – ამბობს ილია ლეჟავა, – 2016 წლიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ რამდენჯერმე შეამოწმა ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოება და რეკომენდაციები დამსაქმებელს მიაწოდა. თუ ეს რეკომენდაციები სავალდებულო არ გახდა, დამსაქმებელი ყოველთვის თავს აარიდებს მის შესრულებას. უნდა დაწესდეს მდგომარეობის გამოსწორების ვადები და შემდეგ სანქციები.
საპარლამენტო უმრავლესობიდან ამ დღეებში მოვისმინე, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს ვერ დააკანონებენ, რადგან თურმე ბიზნესი ნაკლებ მოგებას ნახავს. ამ მოგების ხარჯზე ადამიანები იღუპებიან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რა ურჩევნია – ბიზნესმა მეტი მოგება მიიღოს თუ ფული შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე დახარჯოს. კანონი უნდა იყოს ისეთი ქმედითი, როგორიც ევროპაშია. ეს ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აკისრია,“ – ამბობს ილია ლეჟავა.
ბეჟათუბანში მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა აღძრული, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი