დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით 2014 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებში უნდა მიიმართოს 1 583,9 ათასი ლარი. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილია 1 512,2 ათასი ლარი, საკუთარი შემოსავლებიდან – 71,7 ათასი ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო საბიუჯეტო ცვლილებას 16 იანვარს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.
თამთა გოგოლაძე
იხილეთ საბიუჯეტო ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის # 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მოხსენებითი ბარათი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა 2014 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან მიმართული იქნას 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებში 1583,9 ათასი ლარი. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები 1512.2 ათასი ლარი და საკუთარი შემოსავლებით მიღებული სახსრები 71,7 ათასი ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მიმართულ ნაშთში1493,9 ათასი ლარი არის 2013 წლის პროექტების, აქედან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (საქ. მთავრობის 2013 წლის 04.04. # 311 განკარგულება) 1464,1 ათასი ლარი და სოფლის მხარდამჭერი პროგრამით (საქ. მთავრობის 2013 წლის 17.05. # 466 განკარგულება) 29,8 ათასი ლარი. დარჩენილი 18,3 ათასი ლარი არის 2012 წლის პროექტების თანხა (მ. შ. საქ. მთავრობის 2012 წლის 31.01. # 162 განკარგულებით 2,0 ათასი ლარი; საქ. მთავრობის 2012 წლის 24.05. # 972 განკარგულებით 11,0 ათასი ლარი; საქ. მთავრობის 2012 წლის 13.07. # 1380 განკარგულებით 5,3 ათასი ლარი;).
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის არსებული ნაშთიდან მიიმართოს:
– დაბა ხარაგაულში კინოთეტრის რეაბილიტაციის დასასრულებლად 302,3 ათ. ლარი;
– კინოთეატრის ეზოს კეთილმოსაწყობად 115,9 ათასი ლარი;
– გზების მშენებლობა, რეაბილიტაციის ხარჯებში 146,5 ათასი ლარი აქედან: 135,5 ათასი ლარი ნაპირსამაგრები და 11,0 ათ. ლარი;
– ქუჩების და ტროტუარების მოწყობა (მოასფალტება) 651,2 ათასი ლარი;
– ხიდების მშენებლობაზე 43,5 ათასი ლარი;
– ბაღების მშენებლობაზე 215,7 ათასი ლარი;
– მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯები 2,3 ათასი ლარი;
– მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯები – 3,0 ათასი ლარი;
– სოფლის მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად – 31,8 ათასი ლარი (მ.შ. საქ.
მთავრობის 2012 წლის 31. 01. #162 განკარგულება 2,0 ათასი ლარი) და (საქ. მთავრობის 2013 წლის 17,05. #466 განკარგულება 29,8 ათასი ლარი) მ.შ.
– გზების რეაბილიტაციაზე 6,9 ათასი ლარი;
– სარიტუალო დარბაზების მშენებლობაზე 10,9 ათასი ლარი;
– წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 9,4 ათასი ლარი;
– საკანალიზაციო სისტემის შესაკეთებლად – 1,5 ათასი ლარი;
– წისქვილების რეაბილიტაციაზე – 1,6 ათასი ლარი;
– სასაფალაოების მოსაწყობად – 0,5 ათასი ლარი;
– არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციაზე 1,0 ათ. ლარი (ადმ. შენობისა და ამბულატორიის მოწყობა).
საკუთარი შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაშთიდან 71,7 ათასი ლარი მიმართული იქნას:
– სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასასრულებლად – 16,7 ათასი ლარი ;
– მუნიციპალიტეტის გამგეობის არასაცხოვრებელი შენობის რემონტის დასასრულებლად – 20,3 ათასი ლარი;
– გამგეობის სხვა შენობა ნაგებობები – 8,9 ათასი ლარი (ხევის საზ. ცენტრი);
– დაბა ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე – 4,8 ათასი ლარი;
– ტერიტორიული ერთეულების გზების რეაბილიტაციაზე – 31,7 ათასი ლარი;
– მინისტადიონების მოწყობაზე – 4,0 ათასი ლარი;
– ხიდების რეაბილიტაციაზე – 2,0 ათასი ლარი;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის # 34 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 82,344 ათასი ლარი 2014 წელში განსახორციელებელი ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად. მ. შ
გზის მოასფალტების საპროექტო სამუშაოები – 69,0 ათასი ლარი;
ბაღების მშენებლობის საპროექტო სამუშაოები – 13,3 ათასი ლარი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 5504,1 ათასი ლარი გაიზარდა 82,3 ათასი ლარით, სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე და განისაზღვრა 5586,4 ათასი ლარით;
ხარჯების ნაწილში 5504,1 ათასი ლარი გაიზარდა 1666,2 ათასი ლარით და განისაზღვრა 7170,3 ათასი ლარით, ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებული იქნას 2014 წლის პირველი იანვრისათვის არსებული ნაშთიდან 1583,9 ათასი ლარი და სპეც. ტრანსფერი 82,3 ათასი ლარი.
საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
ვლადიმერ გელაშვილი
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“