რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციით, წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2,109,544, 0 ლარი დაიხარჯება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტულად მუნიციპალური მნიშვნელობის შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიიჩნია. იგეგმება კიცხი-ხიდარის, ვარძია-წყალაფორეთის, ხარაგაული-ფარცხნალის (2,1 კმ) გზების მოასფალტება. საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, სამ სოფელში – ხიდარი, წყალაფორეთი, ბორითი – საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.
ასევე დამონტაჟდება გარე განათება ხარაგაული-საქარიქედის (4 კმ.) ისლარი-ფარცხნალისა და (1 კმ), ბორითი-მაქათუბანის გზის მონაკვეთებზე.
მთავრობამ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი შვიდი პროექტი უკვე დაამტკიცა.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების