სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში ხარაგაულში ამხანაგობა „მარიტა“
დაფინანსდა.
ამხანაგობამ ხორცპროდუქტის, კერძოდ შებოლილი ხორცის წარმოება დაიწყო. პროექტით ხორცის შესაბოლი სპეციალური აპარატი, წყლის კასრი, ელექტრო ტვირთამზიდი, მაცივარი, ხორცსაკეპი მანქანა და სხვა საჭირო ინვენტარი შეიძინეს.
ოთხი წლის წინ ხარაგაულში მცხოვრებმა ქეთევან ლაცაბიძემ და მისმა მეუღლემ სიმონ ჩაგელიშვილმა მცირე ფერმერული მეურნეობა შექმნეს. თავიდან მეურნეობაში ორი სული ღორი ჰყავდათ. წელს მათ მეურნეობაში ოცამდე გოჭი, დედა ღორი და ორი ბურვაკია.
„შევიტყვეთ პროექტის, „აწარმოე საქართველოში“ შესახებ, – ამბობს ქეთევან ლაცაბიძე, – გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფოს დახმარებით ჩვენი იდეა განგვეხორციელებია. ღორის დაკვლის შემდეგ ნარჩენ ქონებს ვერ ვიყენებდით. ამიტომ მისი შებოლვა გადავწყვიტეთ.“
პროექტის პირობების გაცნობის შემდეგ ქეთევან ლაცაბიძემ და მისმა მეუღლემ ამხანაგობა დააფუძნეს. ჩაერთვნენ ტრენინგებში, რომლებიც ხარაგაულსა და ქუთაისში იმართებოდა. ამხანაგობას კონსულტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელმა, ვაჟა მაჭავარიანმა, გაუწია. მან ამხანაგობის წევრები დააკვალიანა, რომ პროექტი სწორად დაეწერათ და დაფინანსება მოეპოვებიათ.
პირველი პროდუქცია ამხანაგობა „მარიტამ“ უკვე გამოუშვა. უახლოეს ხანში შებოლილი ეტიკეტირებული ხორცის თბილისში რეალიზაციას გეგმავენ. რამდენიმე დღის წინ შებოლილი ხორცი სუპერმარკეტებში ჩაიტანეს და „მარიტას“ პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„თანდათან ვიხვეწებით და ბიზნესის გაფართოებაზე ვფიქრობთ, – ამბობს ქეთევან ლაცაბიძე, – მე პროდუქციის დისტრიბუცია უნდა განვახორციელო. ამ კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. პროექტში ჩვენი თანადაფინანსება საკუთარი მეურნეობაა – ჩვენ თავად ვზრდით ღორებს და ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის სანდო და ეკოლოგიურად სუფთაა.“
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძის ვიდეო
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი