„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2017 წლის 22 დეკემბერს იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა მონაწილეობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, შესწავლილი სამი რეგიონის საკრებულოებში ქალ დეპუტატთა რაოდენობა გაიზარდა. თუ წინა არჩევნებზე ქალებმა მანდატების 9.9% მოიპოვეს, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამ მაჩვენებელმა 12.7%-ს მიაღწია.
ქალთა ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა იმერეთშია – რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოების 379 მანდატიდან ქალებმა 59 (15.3%) მიიღეს. შესწავლილი 28 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ქალი – 10 ქალი – ხარაგაულის საკრებულოში აირჩიეს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამივე გამოკვლეული რეგიონის 28 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა თითქმის 3%-ით გაიზარდა, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართვის ხელშეწყობის მიზნით,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების თანაბარი ჩართულობა, რა შეიცვლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებისთვის იმით, რომ საკრებულოს 35 წევრიდან 10 ქალია, – ამ საკითხებზე სასაუბროდ თავად საკრებულოს წევრებს მივმართეთ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი