ხარაგაულში დილიდან გადაუღებლად თოვს. უამინდობამ შეაფერხა სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება, რომლის მეორე ტური ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში დღეს, ათი საათიდან, დაიწყო.
სასწავლო ოლიმპიადის პირველი სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას დაეთმო. ამ საგანში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან დარეგისტრირებულია 99 მოსწავლე. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, მაია კიკნაძის, ინფორმაციით სესიაზე, დიდთოვლობის გამო, ვერ გამოცხადდნენ ძირულას ხეობის მიმდებარე სოფლებსა და კიცხის ზონაში მცხოვრები მოსწავლეები.
მაია კიკნაძის თქმით, გაითვალისწინებენ, რომ უამინდობის გამო გადაადგილება შეზღუდულია და სესიის დაწყებიდან 15-20 წუთით დაგვიანებულ მოსწავლეებს დაუშვებენ ოლიმპიადაზე.
„მეშვიდე წელია, რაც სასწავლო ოლიმპიადა ტარდება და ხარაგაულში ყოველთვის ყველაფერი წესრიგშია, მხოლოდ უამინდობა აფერხებს ოლიმპიადის მიმდინარეობას,“ – აღნიშნა მაია კიკნაძემ.
დღესვე, 15 საათზე, გეოგრაფიაში გაიმართება ოლიმპიადის მეორე ტური. ამ საგანში დარეგისტრირებულია ოთხოცამდე ხარაგაულელი მოსწავლე.
ოლიმპიადა 18 იანვრამდე გაგრძელდება.
თამთა გოგოლაძე
იხილეთ ყველა ფოტო:
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“