ახალი წლის დღეების შემდეგ თავს იჩენს ისეთი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ჭარბი საკვების (ტკბილეული, ცხიმიანი) და ალკოჰოლის მიღებასთან.
ალკოჰოლი საკმაოდ სწრაფად გადადის და აითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ. ის ჯერ პირველად კუჭში ხვდება და იწოვება მისი 20%, ხოლო დანარჩენი 80%-ის ათვისება უკვე ნაწლავებიდან ხდება.
მას შემდეგ, რაც ალკოჰოლი სისხლში გადადის, ტვინი წყვეტს ვაზოპრესინის გამომუშავებას. ეს არის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის მიერ სითხის შენარჩუნებას და მის მოხმარებას. ვაზოპრესინის არარსებობის შემთხვევაში კი, ჩვენს მიერ მიღებული სითხე პირდაპირ შარდის ბუშტში გროვდება. ამით აიხსნება ნაბახუსევზე ჭარბად შარდის გამოყოფა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმი ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე ღებულობს და აქედან გამომდინარე, იგი გაუწყლოებას განიცდის.
თავის ტვინს დიდი რაოდენობით სისხლი მიეწოდება. სწორედ ამიტომ გვტკივა თავი ნაბახუსევზე. სისუსტის მიზეზი არის შარდთან ერთად ორგანიზმიდან მინერალების დაკარგვა, რაც აუცილებელია კუნთებისა და უჯრედების ფუნქციონირებისათვის.
ალკოჰოლი ასევე იწვევს გლიკოგენის დაშლასა და ორგანიზმიდან განდევნას, რაც საარსებო ნივთიერებას წარმოადგენს ღვიძლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისების შემდეგ ღვიძლი გამოყოფს უკიდურესად მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც აცეტალდეჰიდი ქვია.
ალკოჰოლის დიდი ოდენობის მიღების შემთხვევაში ეს მომწამვლელი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება, რაც თავის ტკივილსა და გულისრევას ე.წ. ნაბახუსევს იწვევს. მისი სიმპტომებია: თავის ტიკივილი, გულძმარვა, არაფრის კეთების სურვილი, აჩქარებული გულისცემა, შევიწროვებული სისხლძარღვები ყველგან, გარდა თავის ტვინის, ფილტვებისა და გულისა, რამაც შესაძლებელია გულის კუნთის ინფარქტი გამოიწვიოს, უსამოვნო გემო პირში, ფორიაქი და ძილის ფაზების დარღვევა.
აღნიშნული მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია:
nმაძღარზე დალევა შეამცირებს ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას, რადგანაც საკვები კუჭში დამცავი სარჩულის როლს თამაშობს. დილით საუზმე, რომელიც შეიცავს კვერცხს, ბანანს და ხილის წვენს, ხელს შეუწყობს ორგანიზმის აღდგენას, რადგანაც ეს პროდუქტები შეიცავს იმ სასარგებლო მინერალებს, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი ნაბახუსევის მდგომარეობაში.
დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ალკოჰოლური სასმელის თითოეული დოზის მიღების შემდეგ;
მიიღეთ მულტივიტამინები, რაც აღადგენს ვიტამინების ნაკლებობას ორგანიზმში;
არ აურიოთ სასმელები;
არ დალიოთ არანაირი სპირტიანი სასმელი, არც ლუდი. ეს თქვენს მდგომარეობას მხოლოდ მოჩვენებით გამოასწორებს, არც ყავა, ყავის დალევა ნაბახუსევზე არ არის რეკომენდებული, რადგანაც ყავა ორგანიზმის გაუწყლოვანებას იწვევს;
უმჯობესია გაზგასული მინერალური წყალი, კიდევ უკეთესი, თუ მასში ლიმონსა და თაფლს ჩაამატებთ. მიირთვით მუქი ტკბილი ჩაი ან ნებისმიერი ციტრუსის წვენი. ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი;
ამ დროს აუცილებელია დასვენება და სიწყნარე;
გულის არევა უკიდურესი ზომაა, მაგრამ იგი საგრძნობლად შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას.
ნაბახუსევის დროს მთავარი ღონისძიება მიმართული უნდა იყოს წყლისა და მარილების დისბალანსის მოსაწესრიგებლად, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმში. პოპულარულია ცხელი სუპებისა და კერძების მიღება ხაშის, მჟაუნისა და მაწვნის სუპის სახით.
რაც შეეხება ცივ სასმელებს, რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას. საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.
ნაბახუსევზე საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ასევე ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 6-8 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი.
ზაფხულის დღეებში ნაბახუსევის წამალია ცივი საზამთრო, რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია მაწონს. ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი.
ნაბახუსევის დროს საჭიროა თავი შეიკავოთ და არ მიიღოთ მაგარი ჩაი და მაგარი ყავა, რადგანაც იგი გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და შესაძლოა სავალალო შედეგით დამთავრდეს.
ასევე დაუშვებელია ცხელი გოგირდის აბანო და საუნა, რადგან ნაბახუსევზე ცხელი ორთქლი და მაღალი ტემპერატურა თავბრუსხვევას და გულის წასვლას იწვევს.
ალკოჰოლის ჯანსაღი დოზით მიღება (3-4 ჭიქა კვირაში) სამკურნალო ეფექტებს იწვევს. გამონაკლისია: ღვიძლისა და გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასევე ბავშვებში ხანდაზმულებსა და ორსულებში კატეგორიულად აკრძალულია. რაც შეეხება თამბაქოს მოხმარებას ალკოჰოლთან მიმართებაში, ის აძლიერებს მის გვერდით მოვლენებს და შედარებით მძიმე თრობის პერიოდი ვითარდება. კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლის არევა მაღალ ენერგეტიკულ სასმელთან ერთად.
ახალი წლის დღეებში დაბალი ფიზიკური აქტივობის ფონზე ხდება ჭარბი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება, რაც ორგანიზმის გადატვირთვას იწვევს. ამიტომ აუცილებელია ზომიერების დაცვა, რათა ახალი წლის დღეები სასიამოვნოდ გავატაროთ.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს!
თათია ბლუაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი