ხარაგაულში სკოლების მიმდებარედ ზებრა გადასასვლელების მოსახატად იდეებისა და ესკიზის კონკურსი ცხადდება. კონკურსში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თქვენი ესკიზი, რომლის მიხედვითაც ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ზებრა გადასასვლელი უნდა მოიხატოს, შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ გაზეთ „ჩემი იმერეთის“ რედაქციაში 4 დეკემბრის ჩათვლით.

დაგვიანებით შემოსული ესკიზები არ მიიღება.

ნამუშევრები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ წერილობით ან ელექტრონულად მისამართზე chemiimereti@gmail.com

ნამუშევრების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში გრაფაში „თემა“ მიუნიშნეთ – „ესკიზი ზებრა გადასასვლელისთვის“.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ „ჩემი იმერეთის“ რედაქციაში.

კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება.

კონკურსი ცხადდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „იმედი ხვალის“ ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის“ – ფარგლებში.

გამომცემლობა ჩემი იმერეთი
ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ბაო
ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბი იმედი ხვალის

 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.