

ვებგვერდმა chemikharagauli.com წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად და მიუკერძოებლად გააშუქა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას ვებგვერდზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფით განწყობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. chemikharagauli.com -ზე მიუკერძოებლად გაშუქდა როგორც მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა, ასევე არჩევნების შედეგები. ვებგვერდზე chemikharagauli.com ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა, – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქებას ასახავს.
კვლევა „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქება“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2017 წლის 19 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
12 დეკემბერს თბილისში ამ მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევის საბოლოო შედეგები, – რაც მოიცავს როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდს, – წარმოადგინა სამმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (სატელევიზიო არხები), ინტერნიუსი-საქართველომ (რადიოსაშუალებები) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებები).
მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით.
კვლევის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდზე.
კამილა მამედოვას ფოტო
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის