ხარაგაულელი ბექა ჭყოიძისთვის ბოლო სამი დღე სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.
5 დეკემბერს ბეთლაივის გათამაშებაში მანქანის მოგების შანსის დაკარგვის შემდეგ კომპანიამ ბექა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარიანი ხელფასით დაასაჩუქრა.
რა მოხდა 6 დეკემბრის დილას, გაიგეთ ბექას მონათხრობიდან:
-როგორც ახალფეხადგმული ბავშვი დასდევს ეზოში წიწილებს დასაჭერად, ისე დავსდევ ახლა სიტყვებს, როგორმე წინადადებები რომ გამოვიყვანო და გადმოვცე ის გრძნობები და ემოციები, რითაც ახლა ვარ სავსე.
არ ვიცი, ვერ ვმოძრაობ, ვერ ვაზროვნებ, ვერ ვფიქრობ, ვერ ვმეტყველებ, უბრალოდ ვზივარ და მიხარია, თავიდან ფეხებამდე მიხარია, სულით ხორცამდე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მიხარია.
გუშინ და გუშინწინ მეგონა, რომ დაბადების დღე მქონდა… ამდენი ადამიანის გვერდში დგომას, თანაგრძნობას, სიხარულის გაზიარებას რომ ხედავ, ამდენ სიყვარულს… არ ვიცი, ძნელია, რთულია ბედნიერი არ იყო. შემიძლია, ნამდვილად შემიძლია დავყვე და სათითაოდ ყველას მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ ხომ გითხარით, ვერ ვმოძრაობ.
ეს წინასიტყვაობა. ახლა კი დღევანდელ დილას მოგიყვებით. ვარჯიშზე არ ვიყავი. მეძინა, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ტელეფონს უპასუხოდ არ ვტოვებ. უცხო ნომერი იყო, არაქართული… მაინც ქართულად ვუპასუხე, იქიდან კი, ჩემდა გასაოცრად, ქართულადვე მიპასუხეს.
ჩემი სამსახურის სახელი ხომ გახსოვთ? ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია – ჰოდა, პირველი ორი სიტყვა მირეკავს. არ ვიცი, არ მახსოვს ოთხი წუთი და 52 წამი რაზე ვისაუბრეთ, არ მახსოვს, ვუსმენდი და ვფიქრობდი:
ღმერთო ჩემო, ზაზა ფაჩულია მირეკავს, ენბიეის ჩემპიონი მირეკავს, ნაკრების კაპიტანი მირეკავს, ჩემი უფროსი მირეკავს, ზაზა მირეკავს, აი, ჰეშთეგებს რომ ვწერდი ის მირეკავს, შეტევაში მოხსნების რეკორდსმენი მირეკავს, გოლდენ სტეიტის სასტარტო ხუთეულის წევრი მირეკავს, ის ზაზა ფაჩულია მირეკავს, ვის თამაშებსაც სიმწრით ნაპოვნი სტრიმებით ვუყურებ, აქ და ახლა მირეკავს. ახლაც ცუდად ვარ, ვკანკალებ და ვერ ვხდები, რომ მეპასუხა ის ჯობდა? არა, არ ჯობდა… ღმერთო ჩემო, ვერ ვაზროვნებ…
იცით რა მოხდა? მოხდა ის, რომ ბეთლაივის საჩუქარი ზაზა ფაჩულიამ, იმ დიდმა კაცმა, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით, ადგა და გააორმაგა, ერთი იმდენს ჩვენი აკადემიის სახელით გიმატებთო.
– რაზე გავჩერდი? ისევ ამერია სიტყვები… ვეღარ ვფიქრობ. ბედნიერებას სუნი ჰქონია, იცოდით? გემოც… ყველამ იგრძენით და გასინჯეთ რაც შეიძლება ბევრჯერ, არაფერი შეედრება.
Zaza Pachulia Basketball Academy – მადლობა იმისთვის, რომ მომეცით შანსი თქვენი გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი, მესწავლა იმ უდიდესი პროფესიონალების გვერდით, რომლებთან ერთადაც ვარჯიშის ჩატარება მიწევს ყოველდღიურად, მადლობა გვერდში დგომისა და ამ წარმოუდგენელი სიურპრიზისთვის, რითაც არათუ დღევანდელი დღე, არამედ მთელი ჩემი განვლილი და მომავალი ცხოვრება დაუვიწყარად აქციეთ.
betlive.com არ ვიცი, მადლობა არაა საკმარისი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ვხვდები რატომ დავიმსახურე ამხელა ყურადღება, ბედნიერი ვარ, მიხარია… საოცრად დიდი ბედნიერების ნაწილი გამხადეთ, ერთი ცოცხალი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, ჰოდა –
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა!
პ.ს. სტივენ კინგს უთქვამს – „people who don’t dream, who don’t have any kind of imaginative life, they must!“- ჰოდა, იოცნებეთ ხალხო, იოცნებეთ, ოცნებები ხდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი