მეორე დღეა, ხარაგაულელი ბექა ჭყოიძე კომპანია „ბეთლაივის“ ყურადღების ცენტრშია.
გუშინ, 5 დეკემბერს, ბექამ „ბეთლაივის“ გათამაშებაში მანქანის მოგების შანსი დაკარგა, თუმცა, დღეს კომპანიამ ბექას სიურპრიზი მოუწყო.
გთავაზობთ ბექას სტატუსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:
„ვარჯიშზე ვიყავი, ბეთლაივმა რომ მომწერა ფეისბუქზე, – ბექა, აქ მაინც გვიპასუხეო.
უცვლელად გთავაზობთ ტექსტს. ემოციების და ბედნიერების გამოხატვა აღარ შემიძლია, დავიღალე. სანამ ტექსტს დავწერ, მინდა ყველას მადლობა გითხრათ გულშემატკოვრობისა და გვერდში დგომისთვის. ისე ვწერ, თითქოს ოსკარი ავიღე… მაგრამ დამიჯერეთ, არანაკლებ სიხარულს განვიცდი… ყველას მადლობა და განსაკუთრებით ბეთლაივის გუნდს. აი, ტექსტიც –
მოგესალმებით, ბექა!
ვნახეთ თქვენი პოსტი, მაგრამ ფეისბუქის ტექნიკური ხარვეზის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით თქვენთან მოწერას.
გვსურს გითხრათ, რომ ძალიან ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და საქმისადმი სიყვარულს.
სამწუხაროა, რომ გათამაშებისას ზარზე პასუხი ვერ მოახერხეთ.
თუმცა, ჩვენ გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენი პროფესიონალიზმის მიმართ.
სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 1000 ლარიანი ხელფასით დაგასაჩუქროთ.
იმედია, კვლავაც ასეთივე სიყვარულით გააგრძელებთ საკუთარი საქმის კეთებას და თქვენი ასეთი დამოკიდებულებით ქართულ სპორტს კიდევ არაერთ ვარსკვლავს შემატებთ.
კეთილი სურვილებით,
ბეთლაივის გუნდი.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი