4 დეკემბერს ბექა ჭყოიძეს ბედმა გაუღიმა და კომპანია „ბეთლაივის“ ყოველდღიურ გათამაშებაში მოხვდა, თუმცა…
გთავაზობთ ბექას სტატუსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უცვლელად:
„პატიოსანი მოქალაქე
ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მუშაობის პროცესი მსიამოვნებს და ვინმე რომ შემეკითხება, ამაყად ვპასუხობ – ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ვმუშაობ, მწვრთნელი ვარ! – ჰოდა დაინტერესებული პირებიც კეთილი შურით შენიშნავენ ხოლმე, „მალადეც,“ შენო.
მართლაც ასეთი საამაყო და სანატრელი სამსახურია. ბავშვებთან ვმუშაობ – რთულია, იმიტომ რომ ძნელია ბავშვებს რამე გამოაპარო, მათი სიყვარული მოიპოვო, სპორტი შეაყვარო და კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარო. გულწრფელი უნდა იყო და მართლა უნდა გიყვარდეს ეს საქმე, სხვანაირად მათ პატივისცემას ვერ დაიმსახურებ – თუ ყალბი იქნები, ვერასდროს დაიმსახურებ მათგან ისეთ სიტყვებს და ჩახუტებებს, როგორიც მათი პატარა გულებიდან მოდის.
ჰოდა, მეც ვცდილობ. სავარჯიშო პროცესში მთელ გულსა და სულს ვდებ, ყველა პრობლემას, დაღლილობასა თუ ტკივილს გასახდელში ვტოვებ და დარბაზში ენერგიით სავსე შევდივარ.
ექვსი გუნდი მყავს. როგორ შეიძლება გამოყოფა, თუმცა მათგან ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია, – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ცხრის თხუთმეტ წუთზე აქვთ ვარჯიში და მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარჯიშამდე უკვე 3 მსგავსი მაქვს ჩატარებული, დაწყებას მოუთმენლად ველი. ის ბავშვები განსაკუთრებით მიყვარს.
ჩვენთან აკადემიაში ასეთი წესია, ვარჯიშის მიმდინარეობისას ტელეფონზე საუბარი არ შეიძლება. ჰოდა, მეც ვემორჩილები, წესების კაცი ვარ. ბავშვებსაც მაგალითს ვაძლევ, სხვაგვარად დისციპლინას ვერ ისწავლიან. ამ უკანასკნელის გარეშე კი წარმატება გამორიცხულია.
დღესაც მოუთმენელმა ლოდინმა ჩაიარა და ნანატრ ვარჯიშზე ავედი. 21:23-ზე ტელეფონმა დამირეკა, სამჯერ, არ ვუპასუხე. განა რა უნდა იყოს ისეთი სასწრაფო, ათი წუთი მოცდა რომ ვერ შეძლონ-მეთქი და ათ წუთში ვარჯიშის დამთავრების შემდეგ გასახდელიდან დავურეკე გამოტოვებულ ზარს.
იქიდან კი ავტომოპასუხემ მიპასუხა: თქვენ დაუკავშირდით კომპანია ბეთლაივს…
მე მიყვარს შემი სამსახური და ჩემი ბავშვები.
ბეთლაივი კი ყოველ დღე მანქანებს ათამაშებს…“
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი