ალილო ხარაგაულშიხარაგაულში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა გაიმართა. ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ფილიპე (აბაშიძე) თვლის, რომ „ამ სადღესასწაულო მსვლელობით ჩვენ ვუერთდებით ზეციურ მოზეიმე ეკლესიას. ეს ერთგვარი გაგრძელებაა იმ წირვა-ლოცვის, რომელიც შობის ღამეს აღესრულება. საჩუქრებს გადავცემთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩვენთან ერთად ზეიმში მონაწილეობა. უფალმა დალოცოს ყველა. ყველას ვულოცავ, მრავალს დაგვასწროს უფალმა,“ – ამბობს მოძღვარი.

ხარაგაულის გიმნაზიის პედაგოგი თორნიკე ბაკურაძე ხარაგაულელებს მოუწოდებს, რომ სამომავლოდ მეტად იაქტიურონ და ჩაერთონ ალილოს მსვლელობაში: „მინდა, ხარაგაულელები მხოლოდ მაყურებლის როლს არ დაჯერდნენ. ყველამ, ვისაც რისი საშუალება აქვს, უნდა შემატოს ურემზე საჩუქრებს. ეს იგივე მოწყალების გაღებაა. ვიმედოვნებ, რომ გაისად უფრო მეტი ხარაგაულელი ჩაერთვება ალილოში.“.

ხარაგაულის ეკლესიის მრევლი ლალი კვირიკაშვილი პირველად ესწრება ალილოს მსვლელობას და ძალიან მოხარულია, რომ ეს ტრადიცია არსებობს ხარაგაულში. „ყველას ვულოცავ, შობა ხომ უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში.“

სოფო წიკლაური თვლის, რომ ისევ ზღაპრების სამყაროში ცხოვრობს და ხარაგაული ყველაზე თბილი ადგილია მისთვის მსოფლიოში. „ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ სითბოს გასცემენ ადამიანები. მამა ფილიპე ამბობს, რომ ძალიან ხშირად ადამიანს მატერიალურ დახმარებაზე მეტად იმის დანახვა სჭირდება, რომ შენ მის გვერდით დგახარ. ეს ალილოც ამის გამოხატულებაა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.“ სოფოსთვის ეს ალილო სიმბოლურია. მისი თქმით, მამა ფილიპემ შობის ღამეს ბოლო წირვა დააყენა ხარაგაულში და ეს ალილო მამაოს გაცილებას ჰგავს. თითქოს ხარაგაული თავის სითბოს და სიყვარულს ატანს მამა ფილიპეს. „როცა სადმე მივდივარ, ყოველთვის რაღაც მაკლია, ვერ ვხვდები რა, – ამას მამა ფილიპე ხშირად ამბობს, – როდესაც ფეხს შემოვდგამ ხარაგაულში, ვხვდები, რომ მაკლია ხარაგაული და ხარაგაულელების სითბო.“ ვერ წარმომიდგენია ხარაგაული მამა ფილიპეს გარეშე. მგონია, რომ ეს დროებითი განშორებაა, – ამბობს სოფო.

თამთა გოგოლაძე

იხილეთ ყველა ფოტო

ალილო ხარაგაულში (13) ალილო ხარაგაულში (12) ალილო ხარაგაულში (11) ალილო ხარაგაულში (10) ალილო ხარაგაულში (9) ალილო ხარაგაულში (8) ალილო ხარაგაულში (7) ალილო ხარაგაულში (6) ალილო ხარაგაულში (5) ალილო ხარაგაულში (4) ალილო ხარაგაულში (3) ალილო ხარაგაულში (2) ალილო ხარაგაულში (1) #U10d0#U10da#U10d8#U10da#U10dd #U10ee#U10d0#U10e0#U10d0#U10d2#U10d0#U10e3#U10da#U10e8#U10d8 (4) #U10d0#U10da#U10d8#U10da#U10dd #U10ee#U10d0#U10e0#U10d0#U10d2#U10d0#U10e3#U10da#U10e8#U10d8 (2) #U10d0#U10da#U10d8#U10da#U10dd #U10ee#U10d0#U10e0#U10d0#U10d2#U10d0#U10e3#U10da#U10e8#U10d8 (1) #U10d0#U10da#U10d8#U10da#U10dd #U10ee#U10d0#U10e0#U10d0#U10d2#U10d0#U10e3#U10da#U10e8#U10d8 (3)

[soundcloud url=”https://api.soundcloud.com/tracks/71336266″ params=”color=ff6600&auto_play=true&show_artwork=true” width=”100%” height=”166″ iframe=”true” /]