საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2014 წლის 7 იანვრის დღის ბოლოდან საქართველოში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რაც 8 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ნალექებს, ზღვის სანაპირო ზოლში წვიმის, კოლხეთის დაბლობზე უპირატესად თოვლჭყაპის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით გამოიწვევს.
სვანეთის და აჭარის მთიან რეგიონებში, აგრეთვე რიკოთის გადასასვლელზე შესაძლებელია დროგამოშვებით ძლიერი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში საშუალო ინტენსივობის თოვლი აღინიშნოს.
8 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 11 იანვრის დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების