სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გაერთიანებით შეიქმნება უფრო ძლიერი უწყება, რომელიც ეფექტიანი მმართველობის საფუძველზე შეძლებს სასურველი შედეგების მიღწევას, როგორც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით.
ლევან დავითაშვილმა ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები ორი სამინისტროს გაერთიანებასთან დაკავშირებით ღიად გამოთქვეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ხათუნა გოგალაძე – GEO, ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, ნინო ჯანაშია – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ირაკლი შავგულიძე – NACRES, ქეთი გუჯარაიძე – მწვანე ალტერნატივა, თამაზ გამყრელიძე – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), სერგი სოფაძე – ECOVISION, ნინო შარაშიძე – გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ნინო შატბერაშვილი – კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი, მარიამ შოთაძე – WECA საქართველო, თამარ გუგუშვილი – გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ეკატერინე კაკაბაძე – გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ნინო გვაზავა – გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ეკატერინე ნაკაშიძე – გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი