საქართველოს მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი საუბრობს იმ საკვანძო საკითხზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას.
-მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთი პატარა ქვეყანაა 1,3 მილიონი მაცხოვრებლით, ის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია და ჩვენ ვამაყობთ ამით.
ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. უკვე ნახევარი წელია, აქტიურად ვმონაწილეობთ ევროკავშირის ქვეყნების 500 მილიონზე მეტი მოსახლის პრიორიტეტების განსაზღვრაში.
ესტონეთი და ჩვენი კარგი მეზობლები – ლატვია და ლიტვა – მუდმივი პრიორიტეტია ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და განვითარებაში. ამიტომ, ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი ბუნებრივი მიმართულება 2017 წლის მეორე ნახევარში იყო აღმოსავლეთ პარტნიორებთან კომუნიკაცია და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. ევროკავშირმა აღმოსავლეთით ექვს ქვეყანასთან – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსია – ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს.
„ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება“ მხოლოდ ლამაზი ფრაზა არ არის. ევროკავშირმა უკვე წარმატებით მიაღწია შედეგებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან – შედეგებს, რითაც სარგებლობენ ამ ქვეყნების მოქალაქეები. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. დღეს ამის შესაძლებლობა ხელმისაწვდომია არა მხოლოდ მოლდოვის, არამედ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
ევროკავშირისა და საქართველოს, ასევე მოლდოვასა და უკრაინას შორის დადებული ხელშეკრულებები პროგრესული შეთანხმებებია.
ამ შეთანხმებების წყალობით, პარტნიორები პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაუახლოვდებიან ევროკავშირს. ფორმულა მარტივია: პარტნიორები მიიღებენ ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებს და მათთვის თანდათან გაიზრდება ევროკავშირის შიდა ბაზარზე ხელმისაწვდომობა.
ახალი ვალდებულებები, განსაკუთრებით რეფორმების განხორციელება, პარტნიორებს საშუალებას მისცემს, მომავალში ევროკავშირთან თანამშრომლობა გააღრმავოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მიმდინარე წლის თებერვლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის თითქმის ყველა სახელმწიფოში ვიმყოფებოდი. ესტონეთმა რეგიონში დიდი ნდობა მოიპოვა. ჩვენმა ძალისხმევამ ღრმა კვალი დატოვა.
აღმოსავლეთ პარტნიორებს სჯერათ „ევროპული პროექტის“ და ცდილობენ, გახდნენ ჩვენნაირი. მათ ამ რწმენას მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ გვინდა, ეს ქვეყნები გამოირჩეოდნენ დემოკრატიულობით, გამჭვირვალებით და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემით. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში პრიორიტეტი უნდა იყოს ხალხის და არა კორუფციის ინტერესები.
პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი მეწარმეები ცდილობენ თავიანთი ინვესტიციების დაცვას და სამართლებრივი ნორმების დაცვას. ამიტომ, პარტნიორობის დაგეგმვისას, უნდა გაითვალისწინოს ის ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენს საზოგადოებებს და საშუალებას მისცემს მათ, წარმატებით შეაჩერონ მავნე ზეწოლა გარედან და შიგნიდან.
ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ესტონეთს ორი ფართო მიზანი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით: პირველი, რომ შევინარჩუნოთ პარტნიორების მიმართ პოლიტიკური ყურადღება და, მეორე, – გაუმჯობესდეს ეს პარტნიორობა.
რამდენადაც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ინსტიტუციური ასპექტები უკვე ნათელია, ახლა აქცენტი იმ თანამშრომლობით პროექტებზე უნდა გადავიტანოთ, რომლებიც რიგითი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირისგან სუბსიდიების პროცესში ფართოდ ჩაერთონ რიგითი მოქალაქეები. განხორციელებულმა რეფორმებმა ადამიანთა ცხოვრების დონე უნდა გააუმჯობესოს, ევროპული ფასეულობების გაზიარებით ცხოვრების საერთო დონე უნდა ამაღლდეს. პრობლემაა მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირება. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.“
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი