როგორ ვიცავთ გარემოს – ჩემ თანატოლებს ამ შეკითხვით მივმართე.
ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან გარემოსდაცვით ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევს. „სოფლებში არალეგალური ნაგავსაყრელების აღმოფხვრა მიმდინარეობს, დაწესებულია ფულადი ჯარიმები ნარჩენის ქუჩაში დაყრაზე, იდგმება სოფლებში ნაგვის ურნები მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ მაქსიმალურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ,“ – ამბობს კესო.
მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კოჩაძე მომავლისადმი იმედიანად არის განწყობილი. მარიამი ამბობს, რომ სკოლებში შექმნილი ეკოკლუბები გარემოს დაცვის მიმართ მოსწავლეების ცნობიერებას აამაღლებს. მას იმედი აქვს, რომ მომავალი თაობა ბუნებას მეტად დაიცავს.
„ჩვენივე კეთილდღეობისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ დასუფთავების ღონისძიებები ჩავატაროთ, ხეები დავრგოთ, – ამბობს მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე მაგდა მესხი, – თუმცა, ამას ყველა ვალდებულებად არ თვლის. ამიტომაც არალეგალური ნაგავსაყრელები გახშირდა.“
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჭიპაშვილი თითოეული ადამიანის ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებლობად გარემოს დაცვას მიიჩნევს.
თამარის თანაკლასელი ლიზა ბარბაქაძე ამბობს, რომ, საუბედუროდ, დაცვაზე უფრო ხშირად გარემოს ზიანს ვაყენებთ. ლიზა ფიქრობს, რომ ბუნებრივი რესურსების არასწორად გამოყენებამ ეკოლოგიური კატასტროფები გამოიწვია. „ჩემმა თაობამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, რომ ჩვენ არა მხოლოდ უფლებები გაგვაჩნია გარემოს მიმართ, არამედ ვალდებულებებიც,“ – ამბობს ლიზა.
დედაბუნების მიმართ ადამიანების უდიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე გუგა ბერაძე.
გარემოს დაცვის მიმართ მოქალაქეების პასიურობაზე ამახვილებს ყურადღებას ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე და ამბობს, რომ ხალხს ნაკლებად აღელვებს თუნდაც ის, რომ მათი ავტომობილი გამონაბოლქვით გარემოს აბინძურებს.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე მონიკა ბუცხრიკიძე გვიამბობს, რომ ის და მისი თანაკლასელები ხშირად ასუფთავებენ გარემოს და აქტიურად მონაწილეობენ სკოლაში შექმნილი ეკოკლუბის დაგეგმილ აქტივობებში. მონიკა ფიქრობს, რომ არსებობს გარემოს დაცვის გაუმჯობესების პერსპექტივა.
ლუკა გურგენიძე
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი