სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა მზადაა და იგი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
უწყების უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ცნობიერების ამაღლება, მონიტორინგის სისტემით მთლიანი საქართველოს მოცვა და მავნებლის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა აღებული.
რაც შეეხება, საკარმიდამო ნაკვეთებს, ლიპარტია აცხადებს, რომ აქ თავად ფერმერების აქტიურობაა საჭირო, რათა მათ სწორად და შესაბამის ვადებში განახორციელონ შეწამვლა. მისი თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებისთვის აუცილებელია წამლობა, არა მარტო მავნებლის, არამედ ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების პრევენციისთვისაც.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოში მედიაკამპანიაც „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი