

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „ელ ჯორჯია“ ჩაერთო.
ექვსი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 2 661 600 ლარზე გამოაცხადა. ერთი სკოლის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 443 600 ლარია.
ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა ამბობს, რომ სკოლის შენობა მძიმე მდგომარეობაშია. ის სკოლის ხარჯებიდან ოქტომბერში სკოლის სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლას გეგმავდა.
„წლებია, სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხას ვითხოვ, – ამბობს ეთერი პაპავა, – ზამთრის დადგომის ძალიან მეშინოდა, რომ შენობის სახურავი არ ჩანგრეულიყო. ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ძველი შენობა დაინგრევა და მის ადგილზე ახალი აშენდება.“
ეთერი პაპავას ინფორმაციით, სკოლის მშენებლობის დროს მოსწავლეები საშუალო სკოლის კორპუსში ისწავლიან და მათ ტრანსპორტიც მოემსახურება.
ხიდრის დაწყებით სკოლაში ამჟამად 17 მოსწავლე სწავლობს.
ფოტოზე: სკოლის ესკიზი
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული