სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას რამდენიმე წლიანი, კომპლექსური ღონისძიებები დაჭირდება, რის შემდეგაც მავნებლის კონტროლი და მისგან მომდინარე ზიანის მინიმუმამდე დაყვანა მოხერხდება.
სეს-ის უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი განმარტავს, რომ არა წლის განმავლობაში უწყების მიერ გატარებული ღონისძიებები, აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევდა. მისი თქმით, ჩატარებული სამუშაოები ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებით განხორციელდა. იაკობაშვილი ამბობს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიაც უცხოელი კოლეგების დახმარებით მომზადდება.
სეს-ში აღნიშნავენ, რომ იმისთვის, რათა სახელმწიფომ მავნებელთან ბრძოლა წარმატებით დაასრულოს, საჭიროა პროცესი თავად ფერმერებმაც სწორად მართონ. უწყებაში მედიასაშუალებების მნიშვნელოვან როლზეც საუბრობენ. კამპანიას „ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას“ „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის