

რა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ან ფრინველი შეჭამს აზიურ ფაროსანას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცელი არ არის.
სააგეტოს გურიის რეგიონული სამმართველო სპეციალისტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შინაური ფრინველის მიერ აზიური ფაროსანას შეჭმა, მის ხორცს გემოვნურ თვისებებს შეუცვლის. თუმცა განმარტავს მავნებელი დაავადების გადამტანი არ არის.
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და ბოსტნეულს, ასევე თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას.
მის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მედიაკამპანია „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,