download (1)ერთი დღე არ მითენდება და მიღამდება ისე, რომ არ ვიფიქრო, რა ხდება ხარაგაულში. ზოგჯერ დავფიქრდები, ზედმეტი ხომ არ მომდისთქო, მაგრამ აქ მივხვდი თურმე უფრო ძვირფასი ყოფილა ხარაგაული ჩემთვის, ვიდრე მეგონა. ქალბატონ ლაურას ვთხოვე, პატარა წერილით მოგფერებოდით და მომელოცა 2014 წელი თქვენთვის.

ახალი წელი ყოფილიყოს თითოეული ხარაგაულელისთვის ბედნიერების წელიწადი. სიხარული, ხვავი, ბარაქა,სიტკბო, წინსვლა და წარმატება იყოს თქვენი თანამგზავრი, ჩემო ხარაგაულელებო. ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენ რაიონს და ეს ასეც არის, ლამაზდება და მშვენდება ჩვენი ხარაგაული. მადლობა ყველას, ვისაც კი წვლილი შეაქვს რაიონის აღმშენებლობაში. მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებს, რომლებიც პაწაწინა ინფორმაციასაც კი არ ტოვებენ ყურადღების გარეშე.

გისურვებთ ყველას ტკბილად გაგეტარებინოთ 2014 წელი.

ნინო კიკნაძე

სტრასბურგი, საფრანგეთი