აზიური ფაროსანას მიერ გურიის რეგიონისათვის მიყენებული ზიანი და მავნებელთან ბრძოლის საშუალებები – სოფელ შრომაში მოსახლეობის ინფორმირებისა და ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების უკეთ გაცნობის მიზნით, აგრომობილი ექსპერტებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენლებთან ერთად ჩავიდა.
მედიაკამპანიის „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ შრომაში მცხოვრები მერაბ დარჩიას ოჯახში გაიმართა.
ადგილობრივების თქმით, ფაროსანამ მნიშვნელოვანი ზიანი არა მხოლოდ თხილის მოსავალს მიაყენა, არამედ საფრთხის წინაშე დადგა ციტრუსიც. უამინდობის გამო კი კულტურის შეწამლვა ვერ ხერხდება. პესტიციდები რეგიონში უკვე დარიგებულია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი მისი გამოყენებისათვის გამოდარებას ელოდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს, ასევე ასწავლეს მეთოდები მავნებელთან სახლის პირობებში გამკლავებისთვის.
რაც შეეხება თხილს, ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელი შრომაში მოსავლის 90% დაზიანებულია და განადგურების ერთადერთი მიზეზი აზიური ფაროსანაა.
მოქალაქეების მოსაზრება ნაწილობრივ არ გაიზიარა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა. ლალი გოგუაძის განმარტებით, მიმდინარე წელს, თხილის მოსავლის გაფუჭების მიზეზი ფაროსანასთან ერთად, 9 სახეობის სოკოვანი დაავადება და ბაქტერია იყო. მისი თქმით, სოკოვანი დაავადებების გავრცელებას მიმდინარე წელს არსებულმა დიდმა ნალექმაც შეუწყო ხელი, რადგან მაღალი ტენიანობის პირობებში მსგავსი ბაქტერიები ადვილად მრავლდება.
სოფელ შრომაში მოსახლეობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრისა“ და პარტნიორი მედიასაშუალებების ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა ნაწილია მედიაკამპანიის „ერთად ვებრძოლოდ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), FERRERO და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის ინფორმირებისათვის, გურიის ტელეკომპანია სპეციალურ სატელევიზიო დისკუსიასაც შესთავაზებს მაყურებელს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში