

როგორ უნდა ებრძოლონ ფერმერები აზიურ ფაროსანას და რას აკეთებს სახელმწიფო მავნებელ მწერთან გასამკლავებლად – ამის გაგება მოსახლეობას მედიაკამპანიის „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ საშუალებით შეეძლება.
პროგრამის ფარგლებში, გადაცემა „აგრომობილი“ აზიური ფაროსანის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ 4 რეგიონს გურიას, სამეგრელოს, აჭარასა და იმერეთს ესტუმრება. სფეროს ექსპერტები და სოფლის მეურნეობის უწყების წარმომადგენლები ადგილობრივი მცხოვრებლების ყველა შეკითხვას უპასუხებენ და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად პრაქტიკულ რჩევებსაც მისცემენ.
კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სატელევიზიო დისკუსიების გამართვაც, რომელსაც რეგიონული მაუწყებლები უმასპინძლებენ. გადაცემაში ჩართვა და კითხვის დასმა ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება. დისკუსიები გადაიცემა რეგიონული რადიო სადგურების მეშვეობითაც.
როდის შევწამლოთ ნაყოფი, როგორ დავიცვათ საკარმიდამო ნაკვეთები მავნებლისაგან – ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე პასუხებს საგაზეთო და ონლაინ სტატიებშიც იპოვით, რომელიც ამავე კამპანიის ფარგლებში მომზადდება.
კამპანიას „ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას“ „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. 2016 წლის თხილის სეზონზე მან მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს ციტრუსსა და ბოსტნეულს, ასევე თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე