

რამდენიმე საათია, ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე ავტომანქანები ვეღარ მოძრაობენ. სოფელ ლაშეში ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ გზა წაიღო. ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ხარაგაულისკენ მომავალი ავტომანქანები ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზით შემოდიან.
„ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაღრაძე, – საქმის კურსში ჩავაყენეთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გზის აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, გზა ისევ გადაკეტილი იქნება.“
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის