gaberili chtatebiხარაგაულის მუნიციპალიტეტის  2014 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა:

1)  შემოსულობების ნაწილში 5504,1 ათასი ლარი;

მათ შორის:

–  გადასახადები 280.0 ათასი ლარი, ანუ 5,1 პროცენტი, აქედან:

ა)  ქონების გადასახადი საწარმოთაა ქონებაზე (გარდა მიწისა) – 80.0 ათასი ლარი;

ბ) ქონების გადასახადი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 200.0 ათასი ლარი.

– სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 4444,1ათასი ლარი, ანუ 81,6 პროცენტი, აქედან:

ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 4306.1 ათასი ლარი;

ბ) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 138.0 ათასი ლარი;

– სხვა შემოსავლები 78 0.0 ათასი ლარი; ე. ი. 13,2 პროცენტი, აქედან:

ა) პროცენტები – 15.0 ათასი ლარი;

ბ) მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის – 50.0 ათასი ლარი;

გ) შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან – 15.0 ათასი ლარი;

დ) ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახადები – 10.0 ათასი ლარი, მ.შ.

– სანებართვო მოსაკრებელი – 2.0 ათასი ლარი;

– ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის – 8.0 ათასი ლარი;

ე)  ჯარიმები, სანქციები და საურავები – 690.0 ათასი ლარი.

2. ხარჯების ნაწილში – 5504.1 ათასი ლარი,

მათ შორის:

– მუნიციპალიტეტის საკრებულო – 476,7 ათ. ლარი;

– მუნიციპალიტეტის გამგეობა – 1503,4 ათ. ლარი;

– სარეზერვო ფონდი – 85.0 ათ. ლარი;

– სახანძრო–სამაშველო სამსახური– 327,8 ათ. ლარი;

– სამხედრო სამსახური – 89.4 ათ. ლარი;

– გზების მოვლა–შენახვა – 200.0 ათ. ლარი;

– ხიდ–ბოგირების რეაბილიტაცია   – 60,0 ათ. ლარი;

– სანიაღვრე არხების მოწყობა – 10.0 ათ. ლარი;

– დასუფთავების ღონისძიებები – 200.0 ათ.ლარი;

– გარე განათების ექსპლუატაცია – 127.0 ათ. ლარი;

– წყლის სისტემის ექსპლუატაცია – 30,0 ათასი ლარი;

– პარკებისა და სკვერების მოვლა–შენახვა – 85.0 ათ. ლარი;

– სოფლის მეუნეობის დაფინანსება (ვაზის სანერგე მეურნეობის მოწყობა) – 30,0 ათასი ლარი;

– სკოლამდელი დაწესებულებები – 500.0 ათ. ლარი;

– სკოლა–პანსიონი – 80.0 ათ. ლარი;

– მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლი – 95.0 ათ. ლარი;

– სპორტული ღონისძიებები – 10.0 ათ. ლარი;

– სპორტული სკოლა – 130.0 ათ. ლარი;

– საფეხბურთო კლუბი ,,ჩხერიმელა –2009“ – 100.0 ათ. ლარი;

– ტურიზმის ცენტრი – 100.0 ათ. ლარი.

– სამუსიკო სკოლა – 90.0 ათ. ლარი;

– ხალხური შემოქმედების სახლი – 62.0 ათ. ლარი;

– კულტურის ცენტრი – 160.0 ათ. ლარი;

– ცენტრალური ბიბლიოთეკა – 141.0 ათასი ლარი;

– ისტორიული მუზეუმი – 70.0 ათასი ლარი;

– ლიტერატურული თეატრი – 46.0 ათ. ლარი;

– საგამომცემლო საქმიანობა – 25.  0 ათ. ლარი;

– ახალგაზრდული ღონისძიებები – 16.5 ათ. ლარი;

– რელიგია – 100.0 ათ. ლარი;

– საზოგადოებრივი ჯანდაცვა – 95.0 ათ. ლარი;

– უფასო სასადილოს დაფინასება – 70.0 ათასი ლარი;

– სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯები – 295.7 ათ. ლარი;

– ახალშობილების დახმარება – 8.0 ათ. ლარი;

– ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯები – 3.0 ათ. ლარი;

– სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები – 82.6 ათ. ლარი.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების ხარჯები 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებში შეადგენს 36,4 პროცენტს და განსაზღვრულია 1980,1 ათასი ლარით;

სარეზერვო ფონდი 1,6 პროცენტს და განსაზღვრულია 85,0 ათასი ლარით; (საქ.საბიუჯეტო კოდექსის  კარი 4. თავი 10.  67–ე მუხლის თანახმად სარეზერვო ფონდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების 2%–ს)

თავდაცვა,  საზ. წესრიგი და უსაფრთხოების ხარჯები – 7,7 პროცენტს და განსაზღვრულია 417,2 ათას ლარით;

ინფრასტუქტურის ხარჯები – 13,4 პროცენტს და განსაზღვრულია 742,0 ათასი ლარით;

განათლების ხარჯები – 12,4 პროცენტს და განსაზღვრულია   675,0 ათასი ლარით;

დასვენება, კულტურა და  რელიგიის ხარჯები 19,2 პროცენტს და განსაზღვრულია 1050,5 ათასი ლარით;

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯები 10,2 პროცენტს და განსაზღვრულია 554,3 ათასი ლარით.

2014 წლის ხარჯებში შრომის ანაზღაურების ხარჯები შეადგენს 27,5 პროცენტს; (1495,9 ათასი ლარი)

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 7,4 პროცენტს; (402,2 ათ. ლარი)

მივლინებები 0,3 პროცენტს ; (18,3 ათ, ლარი)

ოფისის ხარჯები 3,1 პროცენტს (169,0 ათ. ლარი)

წარმომადგენლობითი ხარჯები 0,4 პროცენტს (20,0 ათ. ლარი)

ტრანსპორტის ხარჯები 2,2 პროცენტს (121,3 ათ. ლარი)

სხვა დანარჩენი საქ. და მომსახურება 8,3 პროცენტს (451,1 ათ. ლარი)

სუბსიდიები 39 პროცენტს (2146.0 ათ. ლარი)

სოც. უზრუნველყოფა 10,2 პროცენტს (557,3 ათ. ლარი)

არაფინანსური აქტივების ზრდა 2,2 პროცენტს (120,0 ათ. ლარი)

ვლადიმერ გელაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი