გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას აქვს უნარი, დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.
გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ, რომ ავად არიან, – რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.
გრიპს იწვევს ანტიგენური თვისებებით ერთმანეთისაგან განსხვავებული A, B, C რნმ-ს შემცველი ვირუსები.
გრიპის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსზე მეტი), თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი; საერთო სისუსტე; ხველა, ყელის ტკივილი; იშვიათად დიარეა და პირღებინება.
თუ გრიპისთვის დამახასიათებელი ერთი სიმპტომი მაინც დაგეწყებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
გრიპს ხშირად თან ერთვის გართულებებიც: ყურის ანთება; პნევმონია (ფილტვის ანთება) და ა.შ.
გრიპის ვირუსის გართულების რისკ-ჯგუფში არიან გულის, სასუნთქი სისტემის ქრონიკული და სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ადამიანები; შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები; ბავშვები და ხანდაზმულები; ორსულები. ამ კატეგორიის ადამიანებს იმუნური ფონი დაქვეითებული აქვთ, დაბალი იმუნიტეტის შემთხვევაში კი გრიპის ვირუსის გართულება ადვილად ხდება.
გრიპის პროფილიქტიკისათვის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. იგი, როგორც აქტიური იმუნიზაციის მექანიზმი, პროფილაქტიკის ძირითადი მეთოდია. ვაქცინაციისას ორგანიზმში შეჰყავთ ინფექციური აგენტის ნაწილაკი. ვაქცინაში არსებული ვირუსი ასტიმულირებს ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნას, რომელიც ვირუსის და ინფიცირებული უჯრედების გამრავლებას აფერხებს.
უმჯობესია თუ ვაქცინაციას მიმართავთ შემოდგომით, რადგან ეპიდემიები ძირითადად ნოემბრიდან მარტამდე ვრცელდება. ვაქცინა ორგანიზმში 6 თვის განმავლობაში რჩება, ამიტომ ძალზედ ნაადრევი ვაქცინაციაც არ არის რეკომენდირებული.
ლელა კაციტაძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თანაშემწე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში