ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი – „სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში.“
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ და ხელმძღვანელობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სპელეოგიდის სერვისის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მარკირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
საინფორმაციო მანიშნებლები დაიდგა შემდეგი კარსტული მღვიმეების მიმართულებით: მანდაეთის კარსტული მღვიმე, კოტიასკლდის მღვიმე სოფელ სვერში, ორთვალაკლდის (წილთო III) მღვიმე სოფელ პერევისაში, კარსტული მღვიმე „თსუ 95“ სოფელ ითხვისში, ძუძუანას მღვიმე სოფელ მღვიმევში, ხვედელიძეების კლდის მღვიმე სოფელ ზოდში, საჭინკიის (გუნდაეთის) მღვიმე.
უახლოეს მომავალში კარსტული მღვიმეების შესასვლელში დაიდგმება საინფორმაციო დაფები, აგრეთვე იგეგმება ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე მანიშნებლების დაგეგმარება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჭიათურაში არსებული უნიკალური კარსტული მღვიმეების პოპულარიზაციას, უზრუნველყოფს ვიზიტორების უსაფრთხოდ გადაადგილებას ზემო იმერეთის მღვიმეებში.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას გაუწევს სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმდინარეობას. კარსტული მღვიმეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყარო უნდა გახდეს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.