გაეროს ბავშვთა ფონდმა, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერი“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსი გამოაცხადა, შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი 25 სექტემბერს გამოცხადდა და 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ადგილობრივ მმართველობას და თვითმმართველობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში.
კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი ადგილები) და ზრუნავენ მათი განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის; კონკურსი ასევე მიზნად ისახავს, გამოვლინდეს მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
კონკურსის შედეგად, 17 ოქტომბერს, სამ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს გამოავლენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ვებ-გვერდს www.unicef.ge
ან კამპანიის Facebook გვერდს: @დაინახეყველაფერი
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში