25 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში ფეხბურთის სტადიონი გაიხსნა.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის ინფორმაციით, ფეხბურთის მასობრივი განვითარების კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სტადიონები კეთილმოეწყო.
„გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირში, სოფელ ბორითის მსგავსად, სტადიონები კეთილმოეწყო. ადგილობრივი ფეხბურთის გუნდები მაისურებითა და ბურთებით დავასაჩუქრეთ,“ – ამბობს დავით მუჯირი.
„ამ გზაზე გავლისას ყოველთვის თვალში მხვდებოდა ეს სტადიონი, -აღნიშნა ღონისძიებაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, – შევეცდებით, სტადიონი კიდევ უფრო გალამაზდეს და მრავალ ტურნირს უმასპინძლოს“.
ბორითის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის, ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ფეხბურთის სექციის მწვრთნელის, სულიკო დონაძის სურვილია, რომ ამ სტადიონზე ფეხბურთში საქართველოს პირველობა ჩატარდეს.
ბორითში სტადიონის გახსნის პარალელურად, სტადიონთან შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ბორითის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ თოფურიძემ. მათ მოსახლეობას არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ითვლება თუ არა, სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მსგავს ღონისძიებებზე საარჩევნო აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, ამის გასარკვევად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს ირმა პავლიაშვილს მივმართეთ. მისი განმარტებით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს შეუძლია ღონისძიების მსვლელობის პარალელურად წინასაარჩევნო შეხვედრა გამართოს.
ღონისძიების ბოლოს ბორითის ვეტერან ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში