საფუტკრეში წინასაშემოდგომო პროფილაქტიკის შესახებ მეფუტკრე ლაშა გურგენიძე გვირჩევს:
-ფუტკრის მიერ სკაში თაფლის მოტანის აქტიური პერიოდი დამთავრდა. ზოგადად, ეს წელიწადი ფუტკრისთვის არც თუ ისე სახარბიელო გამოდგა. ეს კლიმატის ცვლილებასაც უკავშირდება.
ზაფხულზე, წლიდან წლამდე, ტემპერატურა თანდათან იმატებს. ამიტომ თუ ფუტკარი მთაში გყავთ, მის ბარში ჩამოყვანას ნუ იჩქარებთ. მაღალი ტემპერატურის გამო სკაში ახალი ჩარჩოები გაფუჭდა – ცვილი გალღვა. მომავალი წლისთვის გასათვალისწინებელია, რომ საფუტკრის მოწყობა შევცვალოთ.
ადრე ვცდილობდით, რომ საფუტკრეები ფერდობებზე მოგვეწყო, მზის მიმართულებით. ჩემი დაკვირვებით, ჯობია, საფუტკრესთვის გრილი ადგილები შევარჩიოთ, რადგან თანდათანობით, ყოველ წელიწადს ტემპერატურა იმატებს.
წელს საფუტკრეში საკმაოდ დიდი რაოდენობით შეინიშნებოდა ვარვატოზი – ფუტკრის ტკიპა. ვინც თაფლი გამოხადა, აუცილებელია, რომ სკაში ვარვატოზის საწინააღმდეგო მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით ჩაატაროს.
გაზაფხულზე სკაში სოკოვანი დაავადება გავრცელდა. სოკოს პროვოცირება წვიმიანმა ამინდებმა გამოიწვია. სკებში ასევე იყო ჩაკირვა. ჩაკირვის საწინააღმდეგოდ, პრეპარატების გარდა, შეგვიძლია ისევ ხალხური საშუალებები – ნიორი და ნაცარწმენდილი გამოვიყენოთ. ახლა სოკო მიძინებულია, მაგრამ გაზაფხულზე თავს იჩენს.
თაფლი საკუჭნაოდანაც და ბუდიდანაც აუცილებლად ამოიღეთ. ფუტკრის ძირითადი მკურნალობა და კვება 10 სექტემბრიდან დაიწყეთ. პირველადი მკურნალობები კი, რაზეც ვისაუბრე, ამ დღეებში უნდა ჩატარდეს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში