მაღალი დონის კორუფცია ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში.
საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე მოქმედი ხელისუფლების მიერ კომპლექსური (მაგალითად მაღალი დონის) კორუფციული დანაშაულების გამოვლენის შემთხვევები, ფაქტობრივად, არ არსებობს.
საგამოძიებო ორგანოები ვერც სხვა სუბიექტების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების) მიერ გამოვლენილ შესაძლო შემთხვევებზე ახდენენ სათანადო რეაგირებას. მაღალი დონის კორუფციული დანაშაულები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოვლინდება ხოლმე, თუმცა ასეთი შემთხვევების გამოძიებასაც კი ხშირად თან ახლავს პროცედურული დარღვევები, რაც პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს.
ასეთი მიდგომა უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზეც.
დღეს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებებთან დაკავშირებული შემდეგი ხარვეზები არსებობს:
– დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების ნაკლებობა;
– დაბალი საზოგადოებრივი ნდობა (ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღიაობა);
– ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი;
– არასაკმარისი მატერიალური რესურსები და სპეციალიზებული პერსონალი.
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და შესაბამისად მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. ამის ნათელი მაგალითია ლიტვა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის სახითაა დოკუმენტში განხილული. საქართველოს პრაქტიკისანალიზი ცხადყოფს, რომ არსებულ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხიაყველაზე პრობლემური. ხოლო, ბოლო ცვლილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა 2015 წელს, ანტიკორუფციული ფუნქციების სუსი-სთვის მინიჭებით, შეფასებულია, როგორც საფრთხის შემცველი რეფორმა. შესაბამისად, საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ხარვეზების აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა.
IDFI-ის რეკომენდაცია:
– შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური;
III. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ფუნქციებად განისაზღვროს:
– კორუფციის პრევენცია;
– კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
– ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;
– თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;
– მამხილებელთა დაცვა;
– პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;
– კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა;
IDFI – ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილავს საქართველოში არსებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების საქმიანობას და აანალიზებს ამ ინსტიტუტების საქმიანობის, როგორც ზოგადი, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის ხარვეზებს. დოკუმენტი ასვე მიმოიხილავს საკვანძო საერთაშორისო კონვენციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გაცემულ
რეკომენდაციებს.
დოკუმენტის ბოლო ნაწილი ეთმობა ლიტვის, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის განხილვას. რასაც
მოსდევს რეკომენდაციები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის, სტანდარტებისა და წინადადებების ანალიზს
ეყრდნობა.
იხილეთ IDFI – ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი სრულად: http://bit.ly/2uEROMH
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში