ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჭიათურმშენი“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორის, ბაჩუკი ხითარიშვილის, ინფორმაციით, მოეწყო საინფორმაციო შენობა, სადაც ტურისტების საჭირო ინფორმაციასა და მომსახურებას მიიღებენ. აქვე განთავსდება სუვენირების მაღაზია და სველი წერტილები.
მდინარე კაცხურას ხეობაში წყლის სათავე ნაგებობა, სატუმბო სადგური და წყლის რეზერვუარები მოეწყო. კაცხის მონასტრის მიმდებარედ უჟანგავი ლითონისგან დამზადებული 25 ტონიანი წყლის რეზერვუარი დაიდგა. ამით დასრულდა წყლის გაყვანილობის მოწყობა, რომლის საერთო სიგრზე 1 450 მეტრია. მოეწყო ავტოსადგომები და საკანალიზაციო ქსელი.
ამჟამად კაცხის მონასტრის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე, ასფალტი იგება და თვითდინებითი საკანალიზაციო სისტემა ეწყობა.
ბაჩუკი ხითარიშვილის ინფორმაციით, კაცხის მონასტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება და მასზე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 430 000 ლარს გახარჯავს.
კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი X-XI სს-ეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში