

ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უბისისა და კაცხის ტაძრების რეაბილიტაცია დასრულების სტადიაშია.
სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ორივე მონასტრებში შპს „ტაძარი+“ ასრულებს.
კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში შემორჩენილი იყო წინა წლებში შესრულებული გაჯით ნალესი, – გვიამბობს „ტაძარი+“- ის დირექტორი მურად ჭეიშვილი, – რაც ტაძარში დაუშვებელია. ნალესი ჩამოიყარა და კედლები გასუფთავდა. სარკმლები და კარები შეიცვალა, იატაკი გადაეწყო და დაზიანებული ადგილები აღდგა. შესრულდა სამრეკლოს ფასადის რესტავრაცია. სამრეკლოზე ასასვლელი რკინის კიბე ხის კიბით ჩანაცვლდა.
გალავანს მთელ პერიმეტრზე ჩაუტარდა რესტავრაცია. მეორადი ქართული კრამიტით გალავანზე მოეწყო სახურავი. დამუშავებული კირქვით დაიგო ახალი ქვაფენილი. დამონტაჟდა ბაღის სკამები. მოეწყო ძველი ტრადიციული ქვის ტერასები.
კაცხის მონასტერშია ამჟამად ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და იატაკის ნაწილის მოპირკეთება მიმდინარეობს“.
უბისის ტაძრის რესტავრაციისათვის გასულ წელს 10 ათასი ლარი გამოიყო, რაც სამუშაოებისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
შპს „ტაძარი+“-ის დირექტორის, მურად ჭეიშვილის, თქმით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო უბისის ტაძრის გალავნისა და სახურავის რესტავრაცია. სახურავზე გასუფთავდა და შეიცვალა დაზიანებული კრამიტები. ხემცენარეებისაგან გაიწმინდა გალავანი. ამჟამად მიმდინარეობს გალავნის ფასადის აღდგენა-რესტავრაცია და ისევე, როგორც კაცხში, გალავანზე მოეწყობა მეორადი სახურავი ქართული კრამიტით. უბისის ტაძრის კედლებს რესტავრაცია ჩაუტარდათ. ტაძრის ქუჩიდან შესასვლელი და კოშკის კიბეები შეიცვალა.
ხელშეკრულების მიხედვით, კაცხისა და უბისის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების ვადა 30 აგვისტოს იწურება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი უბისისა და კაცხის მონასტრების რესტავრაციისათვის 175 024 ლარს დახარჯავს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი