ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში დღეს, 28 ივნისს, უკანონო თევზჭერის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
ტურიზმის ცენტრის დირექტორის, ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, 2015-2016 წლებში საქართველოში სპორტული თევზაობით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.
„ხარაგაულში უდიდესი პოტენციალია სპორტული თევზაობის მოყვარული ტურისტების მოსაზიდად, – ამბობს ბერიკა თურმანიძე, – სამწუხაროდ, მდინარეებში თევზი თითქმის აღარ გვხვდება. ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომელმა ბაქარ ბარბაქაძემ შეისწავლა და აღწერა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საკალმახე მდინარე. ჩვენი შეხვედრის მიზანია, დავსახოთ გზები, თუ როგორ აღვკვეთოთ უკანონო თევზჭერა.“
ბაქარ ბარბაქაძემ, მეგობარ კოტე ბერაძესთან ერთად, 160 კილომეტრი ფეხით გაიარა და 43 საკალმახე მდინარე გამოიკვლია. მისი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაა ყველა მდინარეში. უკანონო თევზჭერები, ძირითადად, ელექტროშოკით ხორციელდება, რაც მდინარეს აუნაზღაურებელ ზარალს აყენებს.
ბაქარ ბარბაქაძის ინფორმაციით, შედარებით უკეთესი ვითარებაა მდინარე ბჟინევურაზე, ლეღვნურასა და ჯონჯოურაზე.
„მოსახლეობამ ის ადამიანები გამოავლინა, რომლებიც უკანონოდ ელექტროშიკით თევზაობდენ, – ამბობს ბაქარ ბარბაქაძე, – მოქალაქეებმა თანასოფლელებს პასუხი მოსთხოვეს, მდინარეებში ლიფსიტები გაუშვეს და თავად თემმა მკაცრი კონტროლი დააწესა. ამიტომ ამ მდინარეებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.“
შეხვედრაზე იმერეთის გარემოსდაცვითი სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ალექსანდრე კოხრეიძე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია უკანონო თევზჭერების გამოვლენისას საზოგადოების ჩართულობა. მისივე თქმით, ბრაკონიერების გამოვლენა ძალიან რთულია. სანქციები საკმაოდ მაღალია. თევზჭერის სეზონზე ელექტროშოკით თევზჭერაზე 2 ათასლარიანი ჯარიმაა დაწესებული.
დავით ტაბატაძე ფიქრობს, რომ ვიდეოთვალის დაყენება ელექტროშოკით თევზმჭერთა გამოვლენისთვის კარგი საშუალება იქნება.
გიორგი ბარბაქაძე თვლის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან ელექტროშოკით დაჭერილი თევზის რეალიზატორები – აგრარული ბაზრები და რესტორნები. ამას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.
ბაქარ ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გარემოს დამცველთა მხრიდან კონტროლის გაძლიერება უკანონო თევზჭერას შეამცირებს.
რაც შეეხება ვიდეოთვალის დამონტაჟებას, ალექსანდრე კოხრეიძის ინფორმაციით, ასეთი პრაქტიკა მათი სამსახურისგან დანერგილია, თუმცა ამით რაიმე განსაკუთრებული შედეგი ჯერ არ მიუღიათ.
ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე დააყენებენ საკითხს, რომ ხარაგაულის მდინარეებზე უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით ვიდეოთვალი დამონტაჟდეს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში