2017 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროფესიულ საჯარო სამსახურს ქმნის.
საინფორმაციო შეხვედრებს იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში – ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი“ მართავს.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ინგა მაღრაძე ამ სიახლესთან დაკავშირებით განმარტავს:
–იქმნება პოლიტიკისაგან გამიჯნული, საჯარო მოხელეთა განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიული საჯარო სამსახური. ინერგება რანგირების სისტემა, საჯარო მოხელეს საკლასო ჩინი მიენიჭება.
პრემირების არსებული წესი იცვლება. დამკვიდრდება ფულადი ჯილდოს გაცემა განსაკუთრებული სირთულის ამოცანის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს განხორციელებისათვის. ფულადი ჯილდოს გაცემისას ხელმძღვანელმა წინასწარ წერილობით უნდა დაავალოს საჯარო მოხელეს რთული დავალების შესრულება. ბრძანებაში უნდა განისაზღვროს დავალების შესრულებისთვის საჭირო დრო.
ღია კონკურსით მხოლოდ დაბალი რანგის საჯარო მოხელე შეირჩევა. დანარჩენ შემთხვევებში დახურული კონკურსი ჩატარდება. ახალი კანონი კარიერული წინსვლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. საჯარო მოხელე თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან.
სამსახურების უფროსები, რომლებიც პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლებოდნენ და მათ გამგებელი უფლებამოსილების ვადით ნიშნავდა, კონკუსის წესით შეირჩევიან. მათ მოეთხოვებათ შესაბამის დარგში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქმიანობის გამოცდილება. ეს გამორიცხავს იმას, რომ ქუჩიდან ვინმე შემოიყვანონ და სამსახურის უფროსად დანიშნონ.
საჯარო სამსახურის ახალი კანონი განსაზღვრავს საჯარო მოხელეების სამართლებრივ სტატუსს:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც უვადოდ ინიშნება საჯარო სამსახურში,
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოხელე;
გ) შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოხელე.
საჯარო სამსახურში მიღება ხდება ღია, დახურული და გამარტივებული კონკურსით. ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით სამსახურში აყვანა ხდება გამარტივებული კონკურსის წესით. ასეთებია პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობის ხელშეწყობისთვის აყვანილი თანამშრომლები; მაგალითად, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები.
საკონკურსო კომისიას აღარ უხელმძღვანლებს გამგებელი. კომისიაში შევლენ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი; იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მოადგილე, სადაც კონკურსი ტარდება; პროფესიული გაერთიანების წარმომადგენელი და დარგის დამოუკიდებელი ექსპერტი.
პიროვნება, რომელიც გადაწყვეტს საჯარო სამსახურში საქმიანობას, საჯარო მოხელის სერტიფიკატს უნდა ფლობდეს. საჯარო ბიუროს აქვს ვალდებულება, რომ გამოაცხადოს სერტიფიცირება წელიწადში ორჯერ. სერტიფიკატი ხუთი წლის მანძილზე მოქმედია.
კანონი, რაც უნდა იდეალური იყოს, მთავარია, მისი კეთილსინდისიერად აღსრულება.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში